მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის სამინისტრომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი მოამზადა
ეკონომიკის სამინისტრომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი მოამზადა

ეკონომიკის სამინისტრომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი მოამზადა

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 16:18|bm.ge

პირველად საქართველოს ისტორიაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით უსაფრთხოების ისეთ მაღალ სტანდარტს ვნერგავთ, რომელიც მათ საიმედო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

გენადი არველაძემ, მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძესთან ერთად ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნო.

"როდესაც ენერგეტიკის სექტორის პრიორიტეტულობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მნიშვნელოვანია ამ დარგში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საკანონმდებლო დონეზე მისი დარეგულირება. ტექნიკური რეგლამენტი უზრუნველყოფს მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას როგორც ექსპლუატაციაში შესული ჰესების ასევე იმ სადგურების, რომლებიც სამომავლოდ აშენდება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროფილური ბიზნესიც აქტიურად მონაწილეობდა.

"ბიზნესის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოგვესმინა მათი მოსაზრებები. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად იქნა მომზადებული საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით," - ამბობს არველაძე და ამატებს, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედება უზრუნველყოფს ჰიდროტექნიკური ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მართვას, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინო, წყალი, ხილი... - TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის

ღვინო, წყალი, ხილი... - TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის

BM.GE

Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა

Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში $142 მილიონით შემცირდა

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში $142 მილიონით შემცირდა

BM.GE

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

BM.GE