მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან
ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

BM.GE9 ივნისი, 2026, 19:13|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროში მომავალ თვეებსა და წლებში FDI-ს ზრდის მოლოდინი აქვთ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს. მისი შეფასებით, I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის კომენტარს უწყება ავრცელებს.

„არსებული ზრდის ტენდენცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალ თვეებსა და წლებშიც გაიზრდება. ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და მოცულობამ 271 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე, რაც ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა - მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე უძრავი ქონების, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE