მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ - სამინისტრო
ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ - სამინისტრო

ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ - სამინისტრო

BM.GE29 მაისი, 2026, 15:39|bm.ge

ეკონომიკის სამინისტრომ 2026 წლის აპრილის და პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. საქსტატის თანახმად, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.2%-ს შეადგენდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში კი ეკონომიკური ზრდა 8.3% იყო.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რაც 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 21%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი გადამუშავების დაწყებას, რომლის კონტრიბუციაც აპრილის 6.2%-ის ეკონომიკურ ზრდაში 1.83 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან 324 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 933%-ით მეტია, აღნიშნული დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის - "ბლექ სი პეტროლოუმის" მიერ ოპერირების დაწყებასთან.

ეკონომიკური ზრდის მიზეზები - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება:

"აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა. ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც 6.9%-იანი მატებით 6,195 ახალ ერთეულს მიაღწია.

იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ - აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE