მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE21 ივნისი, 2026, 20:30|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების დეტალები იქნება, განსაკუთრებით რეპარაციების, სანქციების მოხსნის და $300-მილიარდიანი ფონდის საკითხები. ასევე, ბაზარი აქტიურად დააკვირდება ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესს, რომელიც, წესით, ორ კვირაში სრულად უნდა დაუბრუნდეს ომამდელ ნიშნულს.

გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ აშშ-ის ეკონომიკური ზრდის უახლეს სტატისტიკას, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ასევე, უოლ-სტრიტის წამყვანი ბანკების და ანალიტიკოსების მხრიდან მოსალოდნელია კომპანიების ზრდის პროგნოზების განახლება, რაც სწორედ აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებასათან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Micron Technology, Ferrovial, FedEx, Cerebras, Woodside Energy და BlackBerry.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2026 წლის I კვარტალი) • საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგები • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი) • წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი) • გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით (2025 წელი)

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

BM.GE

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

BM.GE

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

BM.GE

Visa-სთან პარტნიორობით, ChatGPT-ის მომხმარებლის ნაცვლად შოპინგი შეეძლება

Visa-სთან პარტნიორობით, ChatGPT-ის მომხმარებლის ნაცვლად შოპინგი შეეძლება

BM.GE