მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია
რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

BM.GE21 ივნისი, 2026, 21:23|bm.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქართველოს მომავალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება გაუჭირდეს.

როგორც ქობულიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა გასულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდა დიდწილად მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით იყო განპირობებული, რისი გავლენაც ნელ-ნელა იწურება.

შესაბამისად, ქობულია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მიმართულებით იმუშაოს.

“რამდენად შენარჩუნებადია ეს [ეკონომიკური] ზრდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და მე, რა თქმა უნდა, დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით. IT სექტორის ექსპორტი 50 მილიონიდან წელიწადში მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რის შედეგად გაიზარდა ეს? იმის შედეგად კი არა, რომ ჩვენ ყველამ დავიწყეთ ამ დარგში მუშაობა და IT მომსახურების ექსპორტი განვახორციელეთ. იმიტომ რომ [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ] დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ IT სექტორში, საქართველოში გადმოვიდნენ. ანუ კომპანიების რელოკაცია მოხდა, იქირავეს ოფისები და ეს ამის ხარჯზე მოხდა. ჩვენ ხომ ასეთი ტალღა მეტი არ გვექნება, ამ სექტორში ჩვენ ასეთი ზრდა აღარ გვექნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკის ზრდაში.

იგივე არის სხვა რამდენიმე სექტორშიც, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ძალიან დიდი ბიძგი მოგვცა. ეს ფაქტორი უკვე პრაქტიკულად მილეულია და აღარ მუშაობს იმდენად. ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი [მიმართულება] და რაც მთავარია, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო რთული ხდება ზრდა. ჩვენ გერმანიას ხომ არ შეიძლება შევედაროთ, როდესაც გერმანიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენზე მგონი ხუთჯერ მეტია. გერმანიაში უკვე ყველა მუშაობს, უმუშევრობა არ არის, ყველა სექტორი განვითარებულია და მათთვის დამატებითი ეკონომიკური ზრდა ძალიან რთული საკითხია. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით ისეთი რთული არ არის, იმიტომ რომ ძალიან დაბალია ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე და კიდევ გვაქვს სამუშაო. ბევრი უმუშევარი ხალხი გვყავს, ვინც შეგვიძლია ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, დავასაქმოთ, ხელფასები გავზარდოთ და ა.შ.”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE