მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE13 ივლისი, 2026, 03:22|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში უმსხვილესი საბანკო-საფინანსო კომპანიები იქნებიან, მათ შორის კვარტალურ შედეგებს წარმოადგენენ: JPMorgan Chase, Bank of America, Goldman Sachs, BlackRock და Morgan Stanley.

გარდა ამისა, უახლეს ფინანსურ ანგარიშგებას წარმოადგენს $2.2-ტრილიონიანი ტაივანური გიგანტი – TSMC, რომლის შედეგებზე მთელი ნახევარგამტარების და AI-ინდუსტრია არის დამოკიდებული.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს სხვა სექტორების წარმომადგენელი მსხვილი კომპანიები, მათ შორის: ASML, Johnson & Johnson, UnitedHealth, Netflix, Ericsson და GE Aerospace.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ სტატისტიკას, აშშ-ის მთავრობა ინფლაციასთან, უძრავ ქონებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს. ამასთან, FED-ის თავმჯდომარე, კევინ უორში საჯარო მიმართვასაც გააკეთებს.

აგრეთვე, მომავალ კვირას გავეცნობით ჩინეთის მშპ-ის ზრდის, ინფლაციის, ვაჭრობისა და წარმოების უახლეს მონაცემებს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ივნისი) • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის მაისი) • მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

BM.GE

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

BM.GE

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

BM.GE

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

BM.GE