მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?
ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

BM.GE27 აგვისტო, 2026, 04:15|bm.ge

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ გამოუქვეყნებელია და შესაბამისად, საჯარო არაა.

მთავრობის განკარგულებები - ამ ბმულზე 2021-2023 წლებში გამოცემული განკარგულებები არ იძებნება

საქმე ის არის, რომ 3-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პირველი განკარგულება 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც, მაგრამ ამ დრომდე ძველი განკარგულების გამოქვეყნება ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ დაუწყია.

“განკარგულებები მუშავდება, საუბარია 80 ათასზე მეტ დოკუმენტზე, რის დამუშავებასაც დრო სჭირდება”, - უთხრეს BMG-ს მთავრობის პრესსამსახურში, როდესაც კიდევ ერთხელ მოვიკითხეთ, რატომ არ ქვეყნდება სამართლებრივი აქტები.

როდის დასრულდება დამუშავება და დაიწყება ატვირთვა, მთავრობის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ.

2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა - TI

შეგახსენებთ: ორგზის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პატიმარია. ექს-პრემიერს ახალი ბრალი - დიდი ოდენობით ქრთამის აღება - რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნოიმედი
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

BM.GE

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

BM.GE

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

BM.GE

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

BM.GE