მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE20 ივლისი, 2026, 02:57|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ტექნოლოგიური გიგანტები იქნებიან, კერძოდ, ფინანსური შედეგების გამოქვეყნება $4.5-ტრილიონიან Google-ს უწევს, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ.

გარდა ამისა, კვარტალურ ანგარიშგებას გაგვაცნობს ილონ მასკის Tesla. აგრეთვე ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინოს Intel-მა, RTX-მა და American Express-მა.

საერთო ჯამში, მომავალი კვირა კორპორაციული სექტორისთვის უჩვეულოდ დატვირთული იქნება, რადგან ზემოხსენებული გიგანტების გარდა, ანგარიშგებებს წარმოადგენენ: Novartis, Charles Schwab, Interactive Brokers, GE, Philip Morris, Texas Instruments, IBM, AT&T, T-Mobile, Verizon, ServiceNow, SAP, TotalEnergies, Lockheed Martin, Blackstone და General Motors.

ასევე, ყურადღებას იმსახურებს ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ექსპერტების შეფასებით, ECB ამჯერად განაკვეთს უცვლელად დატოვებს, თუმცა საინტერესო იქნება ის, თუ როგორც შეაფასებს უწყება სამომავლო პერსპექტივას.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ივნისი) • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ივნისი) • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი) • საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2026 წლის II კვარტალი) • სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2025 წელი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

BM.GE

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

BM.GE