მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ელექტროენერგიის იმპორტის და თბოგენერაციის წილი გაიზარდა - G&T ახალი გენერაციის წყაროების განვითარების საჭიროებას ხედავს
ელექტროენერგიის იმპორტის და თბოგენერაციის წილი გაიზარდა - G&T ახალი გენერაციის წყაროების განვითარების საჭიროებას ხედავს

ელექტროენერგიის იმპორტის და თბოგენერაციის წილი გაიზარდა - G&T ახალი გენერაციის წყაროების განვითარების საჭიროებას ხედავს

BM.GE21 მაისი, 2026, 11:18|bm.ge

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.

მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

იანვარ-აპრილში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 39.2%-ს აღემატება.

"ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა.

ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ოთხი თვის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის ექპორტი წლიურად 27.1%-ით შემცირდა, ჰიდრო, ქარის და მზის სადგურების გენერაციამ კი 2.1%-ით იკლო. იმპორტის წლიური ზრდა 16.3% იყო.

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი 2026 წლის იანვარ-აპრილში

რაც შეეხება აპრილის თვეს, ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა. 2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25 წლების აპრილის საშუალო 6%-თან შედარებით.

"აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას",- აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

BM.GE

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ ₾7.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ ₾7.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

BM.GE

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში

BM.GE

"TRIPP-ი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი იქნება" - რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის რესურსს?

"TRIPP-ი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი იქნება" - რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის რესურსს?

BM.GE