მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელება სწორი გადაწყვეტილებაა - ჩახვაშვილი
ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელება სწორი გადაწყვეტილებაა - ჩახვაშვილი

ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელება სწორი გადაწყვეტილებაა - ჩახვაშვილი

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 04:17|bm.ge

Galt & Taggart-ის კვლევების სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდეს. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი თვლის, რომ ამით ელექტროენერგიის საბითუმო ან საცალო ბაზარზე ფასის მნიშვნელოვანი კლება არ იქნება, თუმცა სახელმწიფო გარკვეულ თანხას დაზოგავს.

"ეს სწორი გადაწყვეტილებაა, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს მსოფლიო ფასების დინამიკას. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონკურენცია და ის ფაქტი, რომ ელექტროენერგიის იმპორტი ორივე ქვეყნიდან შეგვიძლია, ჩვენთვის დადებითია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, ეს ორი მხარე ერთმანეთს შევაჯიბროთ და პროდუქტი იქიდან წამოვიღოთ, ვინც უფრო იაფ ფასს შემოგვთავაზებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი და იგივე პირი ეჯდეს. ადრე ეს ფუნქცია მაინც ესკოს ეკისრებოდა, თუმცა ესკო პირდაპირ ინტერ რაოს კი არ ელაპარაკებოდა, არამედ შუამავალი კომპანიის გავლით მოქმედებდა, რის გამოც მოლაპარაკების დამატებითი ხარჯები მეორე მხარეს მიჰქონდა. რა თქმა უნდა, ბიზნესს არავინ გააკეთებს, თუ სარგებელი არ ნახა, თუმცა თუ „ესკო“ მოახერხებს პირდაპირ ამ კომპანიებთან გასვლასა და მოლაპარაკებას, ღირებულების გარკვეული კომპონენტი უბრალოდ ამოვარდება. ანუ, იმ შუამავლების სარგებლის კომპონენტი უდავოდ ამოვარდება, რაც დიდი ალბათობით, დადებით შედეგს მოგვცემს.

რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ საუბარი ძალიან დიდ თანხებზე იქნება. სავარაუდოდ, ეს კომპანიები აზერბაიჯანთან თუ რუსეთთან მრავალწლიან ურთიერთობებში იმყოფებოდნენ და სხვა ყველაფერთან ერთად, მათთვის ეს პროცესი შესაძლოა საკმაოდ მოცულობითიც იყო, სახელმწიფოსთვის კი შედარებით მცირე თანხებთან ასოცირებული. მიუხედავად ამისა, თუ სახელმწიფოს თუნდაც თითოეული თეთრის დაზოგვის შესაძლებლობა აქვს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს?"- ამბობს ჩახვაშვილი.

7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ოპერაციებში შუამავალი კომპანიები აღარ იქნებიან ჩართული და მეზობელი სახელმწიფოებიდან ელექტროენერგიას უშუალოდ სახელმწიფო კომპანია (ესკო) განახორციელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანატვ პირველი
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
  • „ბლექსი არენას“ სახურავის შესაკეთებლად 2.6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, სავარაუდოდ, ტენდერის გარეშენეტგაზეთი
  • უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძერუსთავი 2
გარეშე →

მსგავსი სტატიები

Starbucks-მა Chipotle-ს ყიდვა გადაწყვიტა?

Starbucks-მა Chipotle-ს ყიდვა გადაწყვიტა?

BM.GE

რატომ დაეკისრა American Express-ს $350-მილიონიანი ჯარიმა?

რატომ დაეკისრა American Express-ს $350-მილიონიანი ჯარიმა?

BM.GE

ჰაკერმა სამხრეთ კორეის ბანკებზე თავდასხმისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

ჰაკერმა სამხრეთ კორეის ბანკებზე თავდასხმისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

BM.GE

ENKA საქართველოს წინააღმდეგ: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა, აღსრულება და დავის შემდგომი ეტაპი|ბლოგი

ENKA საქართველოს წინააღმდეგ: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა, აღსრულება და დავის შემდგომი ეტაპი|ბლოგი

BM.GE