მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ელევატორების რაოდენობა 9.7%-ით შემცირდა, გაყიდვებში კი იმპორტირებული პროდუქციის წილი გაიზარდა | საქსტატი
ელევატორების რაოდენობა 9.7%-ით შემცირდა, გაყიდვებში კი იმპორტირებული პროდუქციის წილი გაიზარდა | საქსტატი

ელევატორების რაოდენობა 9.7%-ით შემცირდა, გაყიდვებში კი იმპორტირებული პროდუქციის წილი გაიზარდა | საქსტატი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 23:30|bm.ge

2026 წლის III კვარტალში საქართველოში 28 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 ობიექტით, ანუ 9.7%-ით ნაკლებია. შემცირებულია ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მოცულობაც.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, თუ საანგარიშო პერიოდში საცავებში 109.2 ათასი ტონა პროდუქტი იყო განთავსებული, 2025 წლის III კვარტალში ეს მაჩვენებელი 136.7 ათას ტონას შეადგენდა. შესაბამისად, წლიური კლება 20.1%-ია.

შენახული პროდუქციის სტრუქტურაში კვლავ ხორბალი ჭარბობდა, თუმცა მისი წილიც შემცირდა. 2026 წლის III კვარტალში ხორბალზე, განთავსებული პროდუქციის 66% მოდიოდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 70.3% იყო. ამის საპირისპიროდ, სოიოს შროტის წილი 15.9%-დან 19.6%-მდე გაიზარდა.

ელევატორების რეგიონული განაწილებით, ყველაზე მეტი ობიექტი კვლავ ქვემო ქართლში ფუნქციონირებდა - ქვეყანაში მოქმედი ელევატორების 35.7%. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთზე თითოეულზე 17.9% მოდიოდა, შიდა ქართლსა და თბილისზე - 10.7-10.7%, იმერეთსა და გურიაზე კი - 3.6-3.6%.

მიუხედავად ელევატორების რაოდენობისა და შენახული პროდუქციის მოცულობის შემცირებისა, გაიზარდა მათი მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლების რიცხვი. 2026 წლის III კვარტალში მომსახურება 23 მომხმარებელს გაეწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 11-ს. ამასთან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით პროდუქცია 48 მწარმოებლისა და გადამყიდველისგან შეისყიდეს, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 6-ით ნაკლებია. სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 392 ადამიანი შეადგინა, წინა წლის 403-ის ნაცვლად.

შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 75.3% ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდულ პროდუქციაზე მოდიოდა. 2025 წლის III კვარტალში ამ კატეგორიის წილი 71.8% იყო.

რაც შეეხება გაყიდვებს, 2026 წლის III კვარტალში ელევატორებმა 80.3 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის 76.9 ათას ტონასთან შედარებით 4.4%-ით მეტია. თუმცა, რეალიზებული პროდუქციის ღირებულება პრაქტიკულად უცვლელი დარჩა - 2025 წლის III კვარტალში 75.7 მლნ ლარის პროდუქცია გაიყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 75.2 მლნ ლარის.

განსაკუთრებით შეიცვალა გაყიდვების სტრუქტურა. 2026 წლის III კვარტალში რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 49.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 29.8% იყო. საპირისპიროდ, ადგილობრივი, საკუთარი წარმოების პროდუქციის წილი 60.3%-დან 41.8%-მდე შემცირდა.

ელევატორების მიერ გაყიდულ საკუთარ წარმოების პროდუქციაში კვლავ ხორბლის ფქვილი ჭარბობდა. მასზე ამ კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის 75.9% მოდიოდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი წილი 77.4% იყო.

საცავების დატვირთვის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივლისსა და სექტემბერში თითქმის უცვლელი იყო, აგვისტოში კი შემცირდა. კერძოდ, 2026 წლის ივლისში ელევატორების საშუალო დღიური დატვირთვა 49.4%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ანალოგიური მაჩვენებლის (49.2%) მცირედით აღემატება. აგვისტოში დატვირთვა 45.1%-მდე შემცირდა, გასული წლის 49.4%-თან შედარებით, სექტემბერში კი 48.8% იყო, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 49.9%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა

BM.GE

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

BM.GE

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

BM.GE

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

BM.GE