მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 22:49|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით ყოველწლიური მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა იყო. დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვითაც შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით.

ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას: „ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო, დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ხოლო მოდერაციას ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე უწევდა. პანელის მსვლელობისას საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მექანიზმებს.

ასევე, გაიმართა მეორე პანელური დისკუსია: „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. სესიაზე ყურადღება გამახვილდა სექტორულ რეფორმებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასა და შრომის ბაზრის გამოწვევებზე.

დისკუსიების დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები პანელის მონაწილეებისთვის.

„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები და ღია დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც დღეს ბიზნესსა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წინაშე დგას“ განაცხადა სოსო ფხაკაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელევატორების რაოდენობა 9.7%-ით შემცირდა, გაყიდვებში კი იმპორტირებული პროდუქციის წილი გაიზარდა | საქსტატი

ელევატორების რაოდენობა 9.7%-ით შემცირდა, გაყიდვებში კი იმპორტირებული პროდუქციის წილი გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

BM.GE

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

BM.GE

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

BM.GE