მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 22:11|bm.ge

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ დღეს, 17 ნოემბერს გამოაცხადა.

ჟურნალისტი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს და მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

კილაძე ბრალს არ აღიარებს და სასამართლოზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ისჯება.

"რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა. მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კვირიდან კვირამდე ადვოკატის მეშვეობით აღწევდა ჩემთან, მაძლიერებდა ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ჟურნალისტების პროტესტი და პეტიცია, რომელიც გენერალური პროკურატურის მხრიდან უპასუხოდ დარჩა, მაძლიერებდა ჩემთვის უცნობი მძღოლის თანადგომა, რომელმაც საკუთარ ავტომობილს დააწერა - თავისუფლება ელისო კილაძესო და მომიწოდა, არ დანებდეო. არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, დღეიდან ან თავისუფლებაზე ან ციხის საკნიდან.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს-დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური. ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ. არ ვაპირებ, თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე", - თქვა კილაძემ, რომლის სიტყვასაც სასამართლოდან ნეტგაზეთი ავრცელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“ნეტგაზეთი
  • რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდატვ პირველი
  • ევროპის ორმაგი სტანდარტი - პარიზის აქციის მონაწილეებს, პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათრუსთავი 2
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ჰორმუზის სრუტესთან ორ ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა

ჰორმუზის სრუტესთან ორ ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა

BM.GE

კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

BM.GE

40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს

40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს

BM.GE

უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

BM.GE