მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი
უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 21:47|bm.ge

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ტურიზმის სექტორში არალიცენზირებული უცხოელი გიდების საქმიანობის დარეგულირებას ითხოვს. ის ტურიზმის სექტორში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ უცხოელი არალიცენზირებული გიდების საქმიანობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელ რეგულირებას საჭიროებს.

როგორც პაპაშვილმა ბიზნესის მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ bm.ge-სთან განაცხადა, ეს საკითხი მან მთავრობის წარმომადგენლებთან თავად დააყენა. ბიზნესმენის განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით ეხება უცხოურ კომპანიებსა და დიდი ქვეყნებიდან, მაგალითად ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოსულ ტურისტულ ნაკადებს, რომლებსაც საკუთარი გიდები მოჰყვებიან.

“ტურიზმში რაც პრობლემაა, ეს არის არალიცენზირებული გიდები, არა ჩვენი, არამედ ისინი, ვინც უცხოურ კომპანიებს და განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს მოჰყვება. ინდოეთს ინდოელი გიდი მოჰყვება, ჩინეთს ჩინელი… ჩვენ აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ, რადგან რას უყვება ის ტურისტს ჩვენს ქვეყანაზე, არავინ იცის”, - აცხადებს ბიზნესმენი.

2026 წლის 1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა, თუმცა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, აღსრულების ეფექტური მექანიზმების არ არსებობის გამო, სავარაუდოა, რომ უცხოელი გიდები საქართველოში საქმიანობას აგრძელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE