მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი გამოსავალი მესამე CFD აუქციონის გამოცხადებაა - მაია მელიქიძე
ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი გამოსავალი მესამე CFD აუქციონის გამოცხადებაა - მაია მელიქიძე

ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი გამოსავალი მესამე CFD აუქციონის გამოცხადებაა - მაია მელიქიძე

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 00:37|bm.ge

ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი მესამე CFD (ფასთაშორისი სხვაობის ხელშეკრულება) აუქციონის გამოცხადებაა. ამის შესახებ BMG-სთან GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს.

მისი თქმით, გლობალური ინფლაციისა და მშენებლობის გაძვირების გამო, წინა აუქციონებზე დაფიქსირებული ტარიფები ინვესტორებისთვის საკმარისი აღარ არის.

როგორც მელიქიძე აღნიშნავს, პირველი და მეორე CFD აუქციონი კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი წამახალისებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, თუმცა ბაზარზე შეიცვალა ეკონომიკური რეალობა - გაძვირდა როგორც საშენი მასალები, ისე ელექტროსადგურების აღჭურვა.

„პირველი და მეორე CFD აუქციონი ნამდვილად არის ის წამახალისებელი ინსტრუმენტი, რომელიც კერძო სექტორს სჭირდება. უბრალოდ, ის მედიანური ფასი, რომელიც დადგინდა აუქციონის ფარგლებში, დღეს უკვე ვეღარ აფინანსებს უკუგების იმ პერიოდს, რაც ინვესტორებს ჰქონდათ განსაზღვრული.

თუკი განსაზღვრული იყო 8 წელი, 10 წელი, არსებული მედიანური ტარიფით უკვე ეს პერიოდი გახდა 12, 13, 15 წელი,“ - აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროცესის გაგრძელება ახალი პირობებითა და კვალიფიციური ინვესტორების შერჩევით.

„ერთ-ერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან და გარემოებებიდან არის სწორედაც მესამე CFD აუქციონის ჩატარება. სადაც, ძალიან მნიშვნელოვანი „ფილტრები“ იქნება იმისათვის, რომ კვალიფიციური ინვესტორები შევიდნენ აუქციონში,“ - აღნიშნავს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, ამჟამად, წინა CFD აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების ნაწილთან მემორანდუმების გაფორმება მიმდინარეობს, თუმცა, პროცესი უპირატესად, იმ ბიზნესსუბიექტებთან აქტიურდება, რომელთაც გადამცემ ქსელზე მიერთების უფლება უკვე მოპოვებული აქვთ.

CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია - ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თევზის იმპორტი 75.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

თევზის იმპორტი 75.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ლიზინგის სექტორი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ლიზინგის სექტორი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

BM.GE

საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

BM.GE