მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი
ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 16:44|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკაში დამატებითი ინვესტიციები ჩაიდება იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით შიდა მოხმარება სრულად დაკმაყოფილდეს და ექსპორტი განხორციელდეს რეგიონსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქვრივიშვილმა 19 ნოემბერს, ვარშავაში „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

"ჩვენს ქვეყანაში მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის გადამცემი ხაზებისა და ქსელის, ისევე როგორც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსაკუთრებულ ღირებულებას საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების თვალსაზრისით.

„ის პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.

„სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE