მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის თუ კონდიცირების სფეროში პროფესიონალების საშუალო ანაზღაურება 5000 ლარიდან იწყება|მათე ტაკიძე
ენერგეტიკის თუ კონდიცირების სფეროში პროფესიონალების საშუალო ანაზღაურება 5000 ლარიდან იწყება|მათე ტაკიძე

ენერგეტიკის თუ კონდიცირების სფეროში პროფესიონალების საშუალო ანაზღაურება 5000 ლარიდან იწყება|მათე ტაკიძე

BM.GE16 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

"სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის ინფორმაციით, პროფესიული კოლეჯის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ენერგეტიკის თუ კონდიცირების სფეროში, პროფესიონალების საშუალო ანაზღაურება 5000 ლარი და მეტია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის განაცხადა, სადაც მთავარი თემა იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მათე ტაკიძემ ვრცლად ისაუბრა მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების შემუშავებისას კერძო სექტორის და განათლების სისტემის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„სანამ პროფესიული განათლება და ბიზნესი ერთ ენაზე არ ისაუბრებს, ერთმანეთს დავშორდებით“, - აცხადებს “სპექტრის“ დირექტორი.

მათე ტაკიძის თქმით, კოლეჯში ახალი პროგრამები სწორედ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ემატება და ის მზადაა, დაინტერესებულ პირებს - როგორც მოსწავლეებს, ისე ზრდასრულ მოქალაქეების დასაქმების წარმატების მაგალითები უშუალოდ გაუზიაროს.

"შემიძლია, პროფესიული განათლების მსურველები შევახვედრო ჩვენს კურსდამთავრებულებს - 18 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ინტეგრირებული პროგრამა დაასრულეს. მათი ანაზღაურება, იქნება ეს ენერგეტიკის თუ კონდიცირების სფერო, საკმაოდ მაღალია. თუ ადამიანი არ ზარმაცობს, აქვს მოტივაცია, თავისი საქმის პროფესიონალია და რომელიმე მიმართულებას ამთავრებს, მისი საშუალო ანაზღაურება 5000 ლარიდან იწყება. ეს ზოგჯერ სეზონურია და შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს, მაგრამ კარგი სპეციალისტის საშუალო სტატისტიკური შემოსავალი, დაახლოებით, 5000 ლარი და მეტია. შემიძლია მოსწავლეებს ასეთი ადამიანები რეალურად შევახვედრო. ამას ვპირდები იმ ინტეგრირებულ მოსწავლეებს, რომლებმაც ახლა საბაზო განათლება [მე-8 - მე-9 კლასი] უნდა დაასრულონ და კოლეჯებში მოვიდნენ. რაც შეეხება ზრდასრულებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარდა გაზრდილი მოთხოვნისა, ბუნებრივია, მაღალია პროფესიით დასაქმების მაჩვენებელიც. მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს: მე არ ვგულისხმობ უბრალოდ დასაქმებას... სტატისტიკა მხოლოდ პროფესიით დასაქმებას ითვლის, სხვაგვარად არც ხდება. პროფესიულ განათლებაში, მათ შორის „სპექტრის“ კურსდამთავრებულების შემთხვევაში, დასაქმების მაჩვენებელი 70%-ზე ნაკლები არ არის. ეს ძალიან მაღალი სტანდარტია, რადგან 70%-იანი დასაქმება კონკრეტული სპეციალობით საუკეთესო შედეგია. შედარებისთვის, ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი სადღაც 85-90%-ია“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“მანჩესტერ იუნაიტედის” თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის შემოსავალი 2 მილიარდი გირვანქათი შემცირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის შემოსავალი 2 მილიარდი გირვანქათი შემცირდა

BM.GE

Top Gear 4 წლიანი პაუზის შემდეგ BBC-ზე ბრუნდება

Top Gear 4 წლიანი პაუზის შემდეგ BBC-ზე ბრუნდება

BM.GE

ლურსმნიდან დაწყებული, ბიტუმით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა... ინდექსაცია მიმდინარე პროექტებსაც უნდა შეეხოს- ინსი

ლურსმნიდან დაწყებული, ბიტუმით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა... ინდექსაცია მიმდინარე პროექტებსაც უნდა შეეხოს- ინსი

BM.GE

BMW-ს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

BMW-ს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

BM.GE