მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA
ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

BM.GE10 ივლისი, 2026, 20:41|bm.ge

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მზარდი ფასები და ენერგოობიექტების მშენებლობის ღირებულების გაძვირებაა.

როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აღნიშნავს, თუკი გასულ პერიოდში ერთ მეგავატიანი ჰესის აშენება დაახლოებით 1.5 მლნ დოლარი ჯდებოდა, ახლა მისი თვითღირებულება 1.9-2 მლნ დოლარამდეცაა გაზრდილი.

მაია მელიქიძის თქმით, ამ პირობებში დარგის ინვესტორებში სულ უფრო აქტიურად ჩნდება მოთხოვნა, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ ენერგოობიექტების მშენებლობაზე კომპანიებთან მემორანდუმები დროულად გააფორმოს, მეორე მხრივ კი დღის წესრიგში დგება რამდენიმე წლის წინ CFD აუქციონებში დაფიქსირებული ტარიფების გადახედვის საჭიროება.

„კერძო სექტორი უკვე თითქმის ორი თვეა ითხოვს მემორანდუმების გაფორმებას რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ინფლაციას აქვს ადგილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ბუნებრივია ის მედიანური ტარიფი, რომელიც განსაზღვრულია როგორც პირველი CFD აუქციონის, ასევე მეორე აუქციონისას, დროთა განმავლობაში კარგავს თავის აქტუალობას. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ დაახლოებით 5-7 წლის პერიოდში ამოიღებენ ჩადებულ ინვესტიციას. თუმცა ინფლაციის ფონი იმდენად მაღალია, რომ ეს უკვე უახლოვდება 10-12 და რამდენიმე შემთხვევაში 15 წელსაც კი. ჰიდროენერგეტიკაში გასულ პერიოდში თუ ერთი მეგავატის აშენება დაახლოებით 1.5 მლნ დოლარი ჯდებოდა, ახლა უკვე 1.9-2 მლნ დოლარს გაუტოლდა ერთი მეგავატის მშენებლობის ღირებულება.

აქედან გამომდინარე, ინვესტორებს ნელ-ნელა უჩნდებათ გარკვეული კითხვები და მათ შორის მოთხოვნაც, რომ აუცილებლად მოხდეს მედიანური ტარიფის გადახედვა. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მემორანდუმებზე ხელის მოწერა იმისთვის, რომ სამშენებლო ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გადავიდნენ დეველოპერები და უზრუნველყონ ამ პროექტების სწრაფი ტემპით განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებით ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის მედიანური ტარიფის გადახედვა და არ გამოვრიცხავ იმას, რომ მესამე CFD აუქციონის ჩატარების აუცილებლობაც დადგეს დღის წესრიგში.

ამ ეტაპზე დაახლოებით 300-მდე ენერგოპროექტია შესული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ელოდება თანხმობას. 300-ვე ბუნებრივია, ვერ მიიღებს თანხმობას, იმიტომ, რომ გარკვეული ხარვეზები აქვს, თუმცა არის რამდენიმე ათეული პროექტი, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე მზად არის იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს მემორანდუმს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

5 თვეში საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 784 ათას ლიტრამდე გაიზარდა

5 თვეში საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 784 ათას ლიტრამდე გაიზარდა

BM.GE

ანაკლიამდე მისასვლელი გზა ₾327 მლნ ჯდება, მაგრამ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა - რკინიგზის ფული ბიუჯეტშიც არ ჩანს

ანაკლიამდე მისასვლელი გზა ₾327 მლნ ჯდება, მაგრამ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა - რკინიგზის ფული ბიუჯეტშიც არ ჩანს

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

BM.GE