
"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?
TBC Capital-ის 2026 წლის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების შესახებ კვლევის თანახმად, ლუდის იმპორტი მზარდია, ხოლო ექსპორტი მცირე და კლებადი ტენდენციით ხასიათდება. დოკუმენტის თანახმად, იმპორტის ზრდა
კერძოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა მცირდება და მაგალითად, 2025 წელს 114 მილიონი ლიტრი შეადგინა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში მზარდია ლუდის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე, რაც მწარმოებლების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
დოკუმენტის თანახმად, ლუდის იმპორტი მზარდია, მისი ბაზარზე გაზრდილი წილის გამო, ხოლო ექსპორტი მცირე და კლებადი ტენდენციით ხასიათდება.
რაც შეეხება ლუდის საიმპორტო და საექსპორტო ფასს, საქართველო ერთ ლიტრ იმპორტირებულ ლუდში უფრო მეტს იხდის ვიდრე ექსპორტიდან შემოსავლის სახით იღებს.
მოთხოვნის მხრივ, 2025 წელს ლუდზე მოთხოვნამ საქართველოში რეკორდულ 141 მილიონ ლიტრს მიაღწია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება კვლავ მოთხოვნის ძირითად ნაწილს აკმაყოფილებს, იმპორტირებული ლუდის წილი ეტაპობრივად იზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge