მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგოპროექტები, რომლებზეც ხელშეკრულებები წყდება - მთავრობის 15-21 მაისის განკარგულებები
ენერგოპროექტები, რომლებზეც ხელშეკრულებები წყდება - მთავრობის 15-21 მაისის განკარგულებები

ენერგოპროექტები, რომლებზეც ხელშეკრულებები წყდება - მთავრობის 15-21 მაისის განკარგულებები

BM.GE23 მაისი, 2026, 22:45|bm.ge

საქართველოს მთავრობამ ელექტროსადგურების პროექტებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ განკარგულებები მიიღო. საუბარია ენერგეტიკაში 1 მილიარდი ლარის ამნისტიის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საქმე ისაა, რომ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისთვის დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის პროცესი დასრულდა. როგორც "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის 8 აპრილის სხდომაზე განაცხადა, 1 მილიარდი ლარის ჯარიმა 157 კომპანიას ჩამოეწერა. მისივე ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა შეთავაზებით სარგებლობაზე უარი თქვა, რის გამოც 535 მეგავატის სიმძლავრის პროექტები შეწყდება, თუმცა გაგრძელდება 1500 მეგავატის პროექტების განხორციელება.

15-21 მაისის მთავრობის განკარგულებებით, მოწონებულია შემდეგი პროექტების შეწყვეტის შესახებ დასადები შეთანხმებები და შესაბამისად შეწყდება:

• 2021 წლის 29 იანვარს დადებული „ბჟინეურა ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება (განკარგულებაში კომპანიის სახელი დაფარულია). • მთავრობასა და შპს იკამსს შორის 2020 წლის 18 ნოემბერს დადებული „ყარნება 2" ჰიდროელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს ახალ ენერგიას (უფლებამონაცვლე: შპს ეიჯი ნოწარულა ჰაიდრო) შორის 2021 წლის 23 თებერვალს დადებული „ნოწარული 3 ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს ჰიდრო 3-ს (ყოფილი შპს პარვუსი) შორის 2022 წლის 27 ივნისს დადებული „ტოლოში 1 ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის შორის 2021 წლის 12 ოქტომბერს დადებული „ჩირუხი ჰესის",2021 წლის 26 ნოემბერს დადებული „დღვანი ჰესის" , ასევე, 2021 წლის 12 ოქტომბერს დადებული „ზარზმა ჰესის" ხელშეკრულებები. • მთავრობასა და შპს ხანიჰიდროს შორის 2020 წლის 4 თებერვალს დადებული „ხანიჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს ახალ ენერგიას (უფლებამონაცვლე: შპს ეიჯი ნოწარულა ჰაიდრო) შორის 2021 წლის 23 თებერვალს დადებული „ნოწარული 1 ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს სტანდარტ ენერჯის შორის 2022 წლის 25 იანვარს დადებული „რცხმელური ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს ახალ ენერგიას შორის 2021 წლის 23 თებერვალს დადებული „ღესკური ჰესი" ელექტროსადგურის ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს კახეთის მზეს შორის 2022 წლის 10 მარტს დადებული „კაკაბეთის მზის ელექტროსადგურის" და „ქოდალოს მზის ელექტროსადგურის" ხელშეკრულებები. • მთავრობასა და შპს უნივერსალ ენერჯი კორფორეიშნს შორის 2019 წლის 22 მაისს „ნატანები 3", „ნატანები 2", „ნატანები 1" ელექტროსადგურების თაობაზე დადებული ხელშეკრულება. • მთავრობასა და შპს სმარტ უნიონ გრინ პაუერს შორის კი შეწყდება შემდეგი ხელშეკრულებები: 2023 წლის 29 მაისს დადებული „ცაცხვნარჰესი" ელექტროსადგურის, 2023 წლის 29 მაისს დადებული „ხაბელაშვილებჰესი" ელექტროსადგურის, 2023 წლის 26 სექტემბერს დადებული „ახალდაბაჰესი" ელექტროსადგურის, 2024 წლის 30 იანვარს დადებული „წყაროთაჰესი" ელექტროსადგურის, 2023 წლის 29 მაისს დადებული „ნაგომბარჰესი" ელექტროსადგურის და 2023 წლის 26 სექტემბერს დადებული „ვარჯანაულჰესი" ელექტროსადგურის.

კომპანიები ვალდებულნი არიან მათ ხელთ არსებულ ანგარიშებზე, ისევე, როგორც პროექტთან დაკავშირებულ, მათ შორის, კომპანიის მიერ შემუშავებულ, სხვა ნებისმიერ დოკუმენტსა და ნახაზზე ექსკლუზიური საკუთრების უფლება უსასყიდლოდ გადასცეს მთავრობას, ასევე მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცემა შესაბამისი უფლებები (მათ შორის, საკუთრების უფლება) პროექტზე, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე, ასევე პროექტის საფუძველზე შექმნილ ქონებაზე, რომლებიც გადაცემის მომენტისთვის უნდა იყოს უფლებრივად უნაკლო. თავის მხრივ, კომპანიების ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან.

ვის და რა პირობით ეპატია ჯარიმები|ყველაფერი ენერგეტიკაში ₾1-მილიარდიან ამნისტიაზე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE