მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგორესურსების გაძვირების პირველი ტალღა სრულად არის გადმოცემული - თამთა სოფრომაძე
ენერგორესურსების გაძვირების პირველი ტალღა სრულად არის გადმოცემული - თამთა სოფრომაძე

ენერგორესურსების გაძვირების პირველი ტალღა სრულად არის გადმოცემული - თამთა სოფრომაძე

BM.GE1 აგვისტო, 2026, 23:05|bm.ge

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, თამთა სოფრომაძე ამბობს, რომ გლობალური მოვლენებით გამოწვეული საწვავის გაძვირების პირველი ტალღა უკვე სრულად არის გადმოცემული საქართველოს ბაზარზე.

მან "საქმის კურსის" ეთერში ენერგორესურსების ფასებზე ინფლაციის კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, არსებული მოლოდინით, ენერგორესურსების ფასები, სხვა თანაბარ პირობებში, გარკვეულწილად უნდა შემცირდეს.

გლობალური რისკების და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გახანგრლივების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა, ეკონომიკის ზრდა კი, 6,5%-ზე შეინარჩუნა. სებ-ი აცხადებს, რომ ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად კი, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.

"ენერგორესურსების ფასები, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეულწილად ჯერ პიკურად - ბრენტის ფასი 120 დოლარზე ავიდა, შემდგომ შემცირდა, შემდგომ რეესკალაციის შედეგად კვლავ გაიზარდა. ანუ ეს გაძვირების პირველი ტალღა, რაც იყო საწვავის გაძვირების ეფექტი, სრულად არის გადმოცემული საქართველოს ბაზარზე, ახლა ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ რეესკალაცია მოხდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ბრენტის ნავთობის ფასი წინა ესკალაციის პერიოდთან შედარებით მაინც შედარებით უფრო დაბალი არის. პირობითად, წინა ესკალაციის დროს ფასი 120 დოლარამდე გაიზარდა, ახლა კი 90 დოლარამდე და საშუალოდ 85 დოლარის ფარგლებში არის. ამიტომ, შესაბამისად, თუ ეს მდგომარეობა თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდება, პირიქით მოლოდინი გვაქვს, რომ ენერგორესურსების ფასები, სხვა თანაბარ პირობებში, გარკვეულწილად უნდა შემცირდეს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ეს აპრილშივე მყისიერად აისახა, ანუ პირდაპირი გავლენები, რაც არის საწვავის, ასევე ელექტროენერგიის, უკვე სრულად არის ასახული ინფლაციაში.

დღევანდელი მდგომარეობით ინფლაციური მოლოდინები მართულია და თუ დავინახავთ, რომ გაძლიერდება ან დამატებითი რისკები წარმოიქმნება, ჩვენ მზად ვართ, რომ პირველ რიგში ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, პოლიტიკის განაკვეთი გამოვიყენოთ ამის საპასუხოდ",- აცხადებს თამთა სოფრომაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს

BM.GE

ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

BM.GE

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

BM.GE

გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძე

გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძე

BM.GE