მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა
ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 02:00|bm.ge

ლატვიურმა ავიაკომპანია AirBaltic-მა ნიუ-იორკის სასამართლოში გაკოტრების კოდექსის მე-11 თავით გათვალისწინებული გაკოტრების განაცხადი შეიტანა.

როგორც ირკვევა, ავიახაზებმა ვალების რესტრუქტურიზაციისა და ოპერაციული საქმიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო კრედიტორებისგან €350 მილიონის ($405 მლნ) ოდენობის დაფინანსების გარანტია უკვე მიიღო.

საყურადღებოა, რომ კრედიტორთა ჯგუფში Strategic Value Partners-ი, Barclays-ი, Hayfin Capital Management-ი, Morgan Stanley და Oaktree Capital Management-ი შედიან. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ერნო ჰილდენის განმარტებით, ამ დაფინანსების საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 12%-ს შეადგენს და ის სასამართლოს დამტკიცებას საჭიროებს. ჰილდენმა ასევე დასძინა, რომ ვითარებიდან გამოსვლის შემთხვევაში ავიაკომპანია მიზნად წლიური მოგების €44 მილიონით ($51 მლნ) გაზრდას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ AirBaltic-ის მძიმე ფინანსური კრიზისი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. აშშ-ისა და ირანის ომის შედეგად საავიაციო საწვავის ფასი გაორმაგდა, რამაც გლობალურ საჰაერო ინდუსტრიაში პანდემიის შემდგომ პერიოდში ყველაზე მწვავე რყევები გამოიწვია. საწვავის ხარჯების მკვეთრ ზრდასთან ერთად, პრობლემა კრედიტორებთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამაც გააღრმავა. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ლატვიური კომპანიის პირდაპირი ფინანსური და საიჯარო ვალდებულებები უკვე $583 მილიონს აღწევს. ამას გარდა, მას სახელფასო და საავიაციო გადასახადების სახით €106 მილიონის ($123 მლნ) დავალიანება ერიცხება.

საყურადღებოა, რომ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად AirBaltic-მა ხარჯების მასშტაბური ოპტიმიზაციის გეგმა უკვე წარადგინა. ავიაკომპანია სასამართლო დაცვის მექანიზმს Airbus-ის 40 თვითმფრინავის შეძენაზე ხელმოწერილი $3.5-მილიარდიანი გარიგების გასაუქმებლად ან გადასავადებლად გამოიყენებს.

პარალელურად, კომპანია თვითმფრინავებისა და ეკიპაჟების გაქირავების ბიზნესის შემცირებასაც გეგმავს. ჰილდენის განცხადებით, მენეჯმენტი პროფკავშირებთან 3,000-კაციანი პერსონალის შემცირებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, ავიარეისები შეუფერხებლად, მომავალი წლის ივნისამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანიის შემოსავალმა 2025 წელს დაახლოებით €779 მილიონი ($901 მლნ) შეადგინა. კომპანია საერთაშორისო პერსონალსა და ფლოტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად ზრდიდა, თუმცა ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკურმა შოკმა მისი ფინანსური ბალანსი მკვეთრად შეარყია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს - მაია მწარიაშვილიტვ პირველი
სასამართლოში →ირანის →

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE