
ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა
"ენგურჰესმა" ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 64 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანამდევ “ფისკალური რისკების ანალიზშია” ნათქვამი. ამავე დოკუმენტით, 2024 წელს მიუღებელი შემოსავალი 45 მლნ ლარი იყო. ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო კვაზიფისკალურ აქტივობად აფასებს.
ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს შპს ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთს ჯამში 1.465 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა, ქვეყნის შიგნით რეალიზებულ იქნა 1.606 მლრდ კვტ.სთ, ექსპორტზე კი გატანილ იქნა 309.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია.
“რომ არა აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგია, კომპანიის მოგება 2025 წლის ბოლოს 61 მილიონი ლარი იქნებოდა, ამჟამად კი კომპანიამ საანგარიშო წელი 3.7 მილიონი ლარი ზარალით დაასრულა”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ზარალის მიზეზებს შორისაა კომპანიის სავალუტო ზარალით, უარყოფითი კურსის სხვაობით, კერძოდ, ლარის გაუფასურებით ევროსთან.
2025 წელს „ენგურჰესმა“ სალტეზე 3 მლრდ 381 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაუშვა. კომპანიის შემოსავალი 76 მლნ -მდე შემცირდა, რაც 2021 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge