მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EPC-ს სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ირაკლი კობახიძემ დაკავშირებადობაში საქართველოს როლზე ისაუბრა
EPC-ს სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ირაკლი კობახიძემ დაკავშირებადობაში საქართველოს როლზე ისაუბრა

EPC-ს სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ირაკლი კობახიძემ დაკავშირებადობაში საქართველოს როლზე ისაუბრა

BM.GE4 მაისი, 2026, 20:42|bm.ge

საქართველოს როლი დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს ის საკითხებია, რომლებზედაც ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობისას გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის თემა კი „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“ იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

"ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE