მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

BM.GE19 ივნისი, 2026, 14:05|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამიტ კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში ინდოეთის პირველი რეზიდენტი ელჩის სტატუსით დანიშვნა მიულოცა და დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა, რაც მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

"შეხვედრის ფარგლებში რევაზ სოხაძემ ელჩს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამიტ კუმარ მიშრამ აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ინდური კომპანიისთვის წარმოადგენს ინტერესის საგანს. მან ასევე გამოხატა დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მოსახლეობის 71% კვლავ ემხრობა EU-ში გაწევრიანებას - კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 71% კვლავ ემხრობა EU-ში გაწევრიანებას - კვლევა

BM.GE

ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ამცირებს

ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ამცირებს

BM.GE

მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა|დადგენილება

მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა|დადგენილება

BM.GE

მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი

მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი

BM.GE