მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შესაძლოა, ამ სექტორშიც მოხდეს ჭარბი მიწოდება - პაატა კოკაია
იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შესაძლოა, ამ სექტორშიც მოხდეს ჭარბი მიწოდება - პაატა კოკაია

იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შესაძლოა, ამ სექტორშიც მოხდეს ჭარბი მიწოდება - პაატა კოკაია

BM.GE19 ივნისი, 2026, 13:45|bm.ge

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი, პაატა კოკაია აცხადებს, რომ სასტუმრო ბიზნესის მსგავსად, ჭარბი მიწოდების რისკები უძრავი ქონების ბაზარზეცაა.

როგორც კოკაიამ “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ბოლო წლებში საქართველოში დეველოპერული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც საყურადღებოა.

მისივე თქმით, რისკების დასაზღვევად აუცილებელია, რომ დეველოპერებმა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა საბანკო კრედიტით აწარმოონ და არ იყვნენ დამოკიდებული გაყიდვებზე.

“ძალიან სწრაფად იზრდება დეველოპმენტშიც ბინების მიწოდება. არ ვიცი, დაეწევა თუ არა ამ ტემპს გაყიდვები. შარშანდელთან შედარებით ნორმალური ზრდა აქვს უძრავი ქონების გაყიდვებს, თუმცა იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შეიძლება აქაც მოხდეს ჭარბი მიწოდება.

ჩვენ ქუთაისში ამ ეტაპზე დაახლოებით 200 ბინას ვაშენებთ, თბილისში 1000 ბინაზე მეტი უკვე ჩავაბარეთ და დღეს ახალი პროექტი გვაქვს დაწყებული დიდ დიღომში, 800 ბინაზე მეტი არის. ჩვენი [პროექტები] მთლიანად “საქართველოს ბანკის” მიერ არის დაფინანსებული და არ ვართ დამოკიდებული, გაიყიდება თუ არა ბინები. დღეს დეველოპერი თუ ფიქრობს, რომ აუცილებლად გავყიდი ბინებს და ამ ფულით ავაშენებ, ვფიქრობ, დიდი რისკის ქვეშ დგება. ვფიქრობ, ეს თანხები დეველოპერს მოძიებული უნდა ჰქონდეს, ან საკუთარი [კაპიტალი], ან ბანკიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უძრავი ქონება გასაყიდად დემპინგური ფასებით გამოვიდეს, ისეთი ფასით, რომლითაც შემდეგ შეიძლება კორპუსის მშენებლობის დამთავრებას არ ეყოს.

ამ ეტაპზე მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ, თუმცა ქართველების ბუნებიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ ყველა სხვა ბიზნესს დაანებებს თავს და რომ იციან, დეველოპმენტი მოგებიანია, ყველა ამ სექტორში დაიწყებს ინვესტირებას. ამიტომ ვამბობ, თუ მარტო გაყიდვებზე იქნება ჩამოკიდებული დეველოპერი, აუცილებლად დიდი რისკის ქვეშ დააყენებს თავის ბიზნესს”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა|დადგენილება

მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა|დადგენილება

BM.GE

მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი

მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი

BM.GE

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

BM.GE

ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად და რომელ სექტორებშია კლება|რეიტინგი

ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად და რომელ სექტორებშია კლება|რეიტინგი

BM.GE