მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექსპორტიორები ავიარეისებზე ადგილებს წინასწარ ჯავშნიან – რა გამოწვევებით ხვდება მოცვის სეზონს სექტორი?
ექსპორტიორები ავიარეისებზე ადგილებს წინასწარ ჯავშნიან – რა გამოწვევებით ხვდება მოცვის სეზონს სექტორი?

ექსპორტიორები ავიარეისებზე ადგილებს წინასწარ ჯავშნიან – რა გამოწვევებით ხვდება მოცვის სეზონს სექტორი?

BM.GE29 აპრილი, 2026, 23:17|bm.ge

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებლები სეზონს გამოწვევებით ხვდებიან.

მოსავლის ერთ-ერთი სარეალიზაციო ბაზარი ყურის ქვეყნებია, სადაც ქართულ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა. თუმცა, წელს მთავარ გამოწვევად ტრანსპორტირება რჩება. გაუქმებული და გადადებული რეისები ერთის მხრივ გაურკვევლობას ზრდის და მეორეს მხრივ თუ აქამდე დუბაი და დოჰა ლოგისტიკურ ჰაბად გამოიყენებოდა, წელს არსებული კონფლიქტის გამო ამ გზით სარგებლობა გართულებულია.

როგორც „აგრითაჩის“ დამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე „საქმის კურსთან“ ამბობს, ლურჯი მოცვის სეზონი რამდენიმე კვირაში დაიწყება. შესაბამისად, დაიწყო პარტნიორებთან მუშაობა, რომ ავიარეისებზე წინასწარი ჯავშნები გაკეთდეს.

"ჩვენ უკვე ველაპარაკებით ავიახაზებს, რომ ის რეისებიც რაც არის ამ ეტაპზე, დავჯავშნოთ, წინასწარ გვქონდეს სივრცე დაჯავშნილი. თუმცა ომმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ლოგისტიკური კუთხით... გაურკვეველი ვითარებაა, რომელსაც ახლავს რეისების გადადება, საწვავის გაძვირება, ზოგი ავიაკომპანია საერთოდ არ ასრულებს ჯერჯერობით ფრენებს... აღსანიშნავია ისიც, რომ თავად დუბაიში ოპტიმისტური განწყობაა. სავაჭრო ქსელებს ვისაც ვესაუბრებით, ფიქრობენ რომ ძალიან მალე უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა და ელიან, რომ მალე აღდგება სრულფასოვანი ავიამიმოსვლა“, - ამბობს ეკა ვეფხვაძე.

წელს ფერმერები რეკორდულ, 10-11 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, როდესაც მოცვის მოსავალმა 7 000 ტონა შეადგინა, თუმცა კლიმატურმა პირობებმა, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში მოსულმა სეტყვამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს სარეალიზაციო, კომერციული პროდუქტის მოცულობაზე.

„საექსპორტო ბაზრებს წელს დიდი დაინტერესება ევროპის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან და ინდოეთიდან. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზიის მიმართულებით დიდი რაოდენობის გადატვირთვა შევძლოთ, იმ გამოწვევების ფონზე, რაც გადაზიდვების კუთხით გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ დუბაის და დოჰას ვიყენებდით ჰაბად და წელს ეს ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს ლოკაცია გამოვიყენოთ. ვფიქრობ, რომ ისევ დარჩება მოცვის სარეალიზაციოდ დაახლოებით 80% რუსეთის ბაზარი და დანარჩენი 20% სხვადასხვა ქვეყნები: ევროპა, ისრაელი და შეძლებისდაგვარად ყურის ქვეყნებშიც“, - ამბობს ეკა ვეფხვაძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE