მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექსპორტიორები განგაშის ზარს სცემენ: სომხურ ალკოჰოლურ პროდუქციას საქართველოში ახალი დაბრკოლებები შეექმნა
ექსპორტიორები განგაშის ზარს სცემენ: სომხურ ალკოჰოლურ პროდუქციას საქართველოში ახალი დაბრკოლებები შეექმნა

ექსპორტიორები განგაშის ზარს სცემენ: სომხურ ალკოჰოლურ პროდუქციას საქართველოში ახალი დაბრკოლებები შეექმნა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 20:57|bm.ge

სომხეთიდან ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთში ექსპორტს კვლავ სერიოზული სირთულეები შეექმნა. სომხური მედია წერს, რომ 13 ნოემბრიდან ქართულმა მხარემ სომხურ ტვირთებზე კონტროლი მკვეთრად გაამკაცრა.

როგორც ვებგვერდი Shamshyan.com იტყობინება, პრობლემაზე საუბრობენ გადამზიდავები და ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი სომხური კომპანიები. მათი ინფორმაციით, სომხურ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც კონიაკი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები გადააქვთ, საქართველოში აჩერებენ და თბილისთან ახლოს მდებარე გეზ-ის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) ტერიტორიაზე ამისამართებენ. შემდეგ ტვირთიდან ნიმუშებს იღებენ და ლაბორატორიულ შემოწმებაზე აგზავნიან. პასუხის ლოდინი დღეების განმავლობაში უწევთ, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია.

ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო პასუხი კითხვა, რით არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან კონტროლის ასეთი გამკაცრება.

"ფაქტობრივად, სომხური პროდუქცია, სანამ რუსეთამდე მიაღწევს, იძულებულია, გაიაროს ქართული ლაბორატორიული „გამოცდები“. ამასთან, ამ გამოცდების საფასურს იხდიან არა მხოლოდ ექსპორტიორები, არამედ მიწოდების მთელი ჯაჭვი", - წერს მედია.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში სომეხი მძღოლები კონიაკით დატვირთული ავტომობილების ზემო ლარსის რუსულ საბაჟოზე ხანგრძლივ შეყოვნებაზეც საუბრობდნენ. გამოწვევები იყო 2025 წლის მაისშიც, როცა სომხური კონიაკის მწარმოებლებმა საქართველოში აქციებიც კი გამართეს.

BMG-მ შესაბამისი კითხვებით შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

BM.GE

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

BM.GE

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

BM.GE

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

BM.GE