
ერევნის ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნის ტენდერში საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა
ერევანში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ტენდერში გამარჯვებული საერთაშორისო კონსორციუმი გახდა, რომელიც ჩინურ, არაბულ და სომხურ კომპანიებს აერთიანებს. ამის შესახებ ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა ქალაქის უხუცესთა საბჭოს სხდომაზე სამშაბათს განაცხადა.
მერის თქმით, კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობდა. ახლა მუნიციპალიტეტს გამარჯვებულ კონსორციუმთან სამუშაოების მოცულობის შეთანხმება და შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მომზადება მოუწევს.
„ეს კვლავ რთული პროცესია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ ეტაპს, როდესაც ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ეს არის ჩინური, არაბული და სომხური კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი“, - განაცხადა ავინიანმა.
2025 წლის დეკემბერში ერევნის მერიამ ინვესტორის შესარჩევად ღია, ორეტაპიანი კონკურსი გამოაცხადა, რომელიც შერეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამმუშავებელ ქარხანას ააშენებს და შემდგომში მის ოპერირებას უზრუნველყოფს. ქარხნის აშენება დედაქალაქის გარეუბანში, ნუბარაშენის ნაგავსაყრელის ადგილზე იგეგმება.
ცნობისთვის, ახალი ნარჩენების პოლიგონისა და მასთან ერთად ნარჩენების გადამამუშავებელი სადგურის მშენებლობის შესახებ წინადადებები პარტნიორებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მსოფლიო ბანკთან, თანამშრომლობით მომზადდა. სწორედ ამ წინადადებების საფუძველზე შემუშავდა ორეტაპიანი კონკურსის პირობები, რომლის თანახმადაც გამარჯვებულმა პროექტი საკუთარი სახსრებით უნდა დააფინანსოს, შეიმუშაოს, ააშენოს საწარმო და შემდგომში უზრუნველყოს მისი ოპერირება. თავის მხრივ, ქალაქი ვალდებულებას იღებს, საწარმოს ნარჩენები მიაწოდოს.
ავინიანის თქმით, კომპანიებთან ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდეს მათი სამუშაოების მოცულობა და გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებები. ამასთან, მშენებლობის დაწყების თარიღი, პროექტის დასრულების ვადები, ინვესტიციის მოცულობა და საბოლოო ფინანსური პირობები ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge