მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ პრეცედენტზე, რომ მოხდეს ბონდის ტოკენიზაცია - Foresight-ის დირექტორი
ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ პრეცედენტზე, რომ მოხდეს ბონდის ტოკენიზაცია - Foresight-ის დირექტორი

ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ პრეცედენტზე, რომ მოხდეს ბონდის ტოკენიზაცია - Foresight-ის დირექტორი

BM.GE19 ივნისი, 2026, 21:27|bm.ge

საქართველო ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციისთვის ემზადება. კომპანია Foresight-ი ეროვნულ ბანკთან ერთად უკვე მუშაობს პირველ პრეცედენტზე, რომელიც ობლიგაციების ციფრულ ფორმატში გადაყვანას და მათ საერთაშორისო დისტრიბუციას გულისხმობს.

როგორც Foresight-ის დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს, ტოკენიზაცია ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ბაზარს, რათა მოიზიდოს ისეთი საერთაშორისო ინვესტორები, რომლებთან წვდომაც ტრადიციული საბანკო, თუ საბროკერო არხებით აქამდე შეზღუდული იყო.

ამ ეტაპზე Foresight-ის მთავარი ფოკუსი ტრადიციული ფასიანი ქაღალდების – ბონდების, აქციებისა და ფონდის ერთეულების ტოკენიზაციაა. რატი მორჩილაძის თქმით, ამ პროცესისთვის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა აუცილებელი არ არის.

“ამ ეტაპზე ტოკენიზაცია რჩება ძალიან დიდ შესაძლებლობად, რომელსაც აქვს უამრავი გამოწვევა იმისთვის, რომ განხორციელდეს. ჩვენ, როგორც საბროკერო, ამ შემთხვევაში ორიენტირებულები ვართ ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციაზე, იქნება ეს ბონდი, იქნება აქცია, თუ ფონდის ერთეული, რომ მივცეთ მას ტოკენის ფორმა და შევეცადოთ, რომ გავიდეთ უფრო სხვა ინვესტორებზე, რომლებზეც წვდომა ტრადიციული არხებით არ გვაქვს. ჩვენთვის დღესდღეობით ყველაზე დიდი პოტენციალი აქ დევს, ზუსტად აი ამ ახალი არეალების გახსნაში, ინვესტორების მოზიდვის კუთხით და ჩვენ დღეს უკვე ვმუშაობთ პრეცედენტზე ეროვნულ ბანკთან, რომ მოხდეს ბონდის ტოკენიზაცია, ობლიგაციის ტოკენიზაცია და შემდეგ ამის განთავსება, ე.წ დისტრიბუცია საერთაშორისო ინვესტორებზე. აქ ძალიან დიდ შესაძლებლობას ვხედავთ, თუმცა ჯერ პროცესია გასავლელი.

დღეს არის 35 მილიარდი დოლარის ჯამური გატოკენებული ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში. აქედან 15 მილიარდი არის ამერიკის სახაზინო ვალდებულებები და დანარჩენი არის სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები. ეს შეიძლება იყოს ფონდების ერთეულები, შეიძლება იყოს ბონდები. ჩვენც გვინდა გავზარდოთ ეს 35 მილიარდი და ამ ზრდაში მივიღოთ მონაწილეობა.

ჯერ ეს მიმართულება ცალსახად ძალიან ახალია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ მიმართულებით ინიციატივები დაძრა და ჩვენ გვიხარია, რომ ვმონაწილეობთ ამ ყველაფერში.

რაც შეეხება რეგულაციებს, კარგი ის არის, რომ მაგალითად ბონდის გატოკენების ნაწილში არაფერი ახალი კანონი ან რაიმე ისეთი დებულება შესაქმნელი არ არის. ანუ არსებული რეგულაციის ფარგლებში ჩვეულებრივად შეიძლება ტოკენიზაციის განხორციელება. რეალურად ახალ აქტივთა კლასს ხომ არ ვქმნით? აქტივი რჩება იგივე, მაგალითად ობლიგაცია და ამას უბრალოდ ვაძლევთ ახალ ფორმას – ტოკენის ფორმას. ეს უფრო ტექნოლოგიური პროცესია და ეროვნულ ბანკთან ამ ტექნოლოგიურ ნაწილს ვათანხმებთ“,-აცხადებს რატი მორჩილაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის, ქუთაისის და გორის სასტუმროებში ტურისტების ნაკადის ზრდა გვაქვს, გუდაურში - კლება - „ინნ ჯგუფი"

თბილისის, ქუთაისის და გორის სასტუმროებში ტურისტების ნაკადის ზრდა გვაქვს, გუდაურში - კლება - „ინნ ჯგუფი"

BM.GE

[ჩნდება კითხვა], ღვინის დარგი თვითდაფინანსებაზე გადადის? როგორ გადანაწილდება თანხები? – „ღვინუკა“ ნიშანდების საფასურზე

[ჩნდება კითხვა], ღვინის დარგი თვითდაფინანსებაზე გადადის? როგორ გადანაწილდება თანხები? – „ღვინუკა“ ნიშანდების საფასურზე

BM.GE

10 ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

10 ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

BM.GE

საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტრონული ვაჭრობა გაიზრდება - ამანათები ადრესატს სამ დღეში ჩაბარდება - Onex

საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტრონული ვაჭრობა გაიზრდება - ამანათები ადრესატს სამ დღეში ჩაბარდება - Onex

BM.GE