მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ კრიპტოკომპანიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ კრიპტოკომპანიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ კრიპტოკომპანიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE24 ივლისი, 2026, 19:15|bm.ge

ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ კრიპტოკომპანიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირიიმედი
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICOრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

BM.GE

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

BM.GE

რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას - ეკატერინე მიქაბაძე

რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას - ეკატერინე მიქაბაძე

BM.GE

დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა ისვენებს

დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა ისვენებს

BM.GE