
ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიან
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ სონდოვონის ბავშვთა საერთაშორისო ბანაკსაც შეეხება.
აღნიშნული ობიექტი უშუალოდ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანაში, იდეოლოგიურ ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაში.
ბავშვების ჩრდილოეთ კორეაში დეპორტაცია რუსეთის ოფიციალური პირების კოორდინაციით, „კულტურული გაცვლის“ საბაბით ხორციელდება, თუმცა რეალურად პრორუსული ნარატივების გავრცელებასა და პროპაგანდას ემსახურება.
აღნიშნულ ბანაკს უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციისა და „ხელახალი აღზრდის“ გამო სანქციები დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მაისში დაუწესა. ევროკავშირის ახალი სანქციების სია, რომელშიც ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის მაღალჩინოსნებიც შედიან, მომავალ კვირაში ოფიციალურად დამტკიცდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge