მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

BM.GE29 ივლისი, 2026, 16:42|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა.

განახლებული შეფასება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დარჩა.

სებ-ის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა და მიზნობრივ 3%-იან დონეს კვლავ აღემატებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ენერგორესურსების გაძვირებაა.

"სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების მერყეობა გაზარდა. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ენერგორესურსების გაძვირების არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკებიც იზრდება.

სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტები და მზად არის საჭიროების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.

"თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს,“ - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

BM.GE

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

BM.GE

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

BM.GE

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

BM.GE