მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

BM.GE2 ივნისი, 2026, 16:12|bm.ge

2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

დღევანდელი მატჩი ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრას გამართავს.

გურამ კაშია ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარების რეკორდსმენია. რუმინეთთან შეხვედრა მისთვის 129-ე მატჩი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. კაშია წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და სიმბოლო იყო, ხოლო მისი კაპიტნობით ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეროვნულ ნაკრებში კაშიას დებიუტი 2009 წელს შედგა. მას შემდეგ მან არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და საკუთარი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.

დღევანდელი შეხვედრა არა მხოლოდ საერთაშორისო ამხანაგური მატჩია, არამედ შესაძლებლობაა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადონ კაპიტანს იმ წლებისთვის, რომლებმაც ქართული ფეხბურთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა შექმნა.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ერთად გავაცილოთ გუნდის კაპიტანი.

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

წელს, რუმინული DAN AIR ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს

წელს, რუმინული DAN AIR ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს

BM.GE

საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა

BM.GE

მესტიის სოფლებსა და დასახლებებში უკანონო მაინინგის გამოსავლენად საერთო მრიცხველებიც დამონტაჟდება - ჟორჟოლიანი

მესტიის სოფლებსა და დასახლებებში უკანონო მაინინგის გამოსავლენად საერთო მრიცხველებიც დამონტაჟდება - ჟორჟოლიანი

BM.GE