მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთი ბაზარი ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ არის - სექტორი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს
ერთი ბაზარი ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ არის - სექტორი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს

ერთი ბაზარი ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ არის - სექტორი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს

BM.GE21 ივლისი, 2026, 22:00|bm.ge

გუდაურის სასტუმრო სექტორი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. Best Western Gudauri-ს მფლობელის გიორგი კვიწინაშვილის განცხადებით, მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარება ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ იქნება.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ბოლო პერიოდში კურორტზე გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა, რამაც რეგიონიდან ვიზიტორების ნაკადების შემცირება გამოიწვია.

"ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება ფაქტია. ირანსა და ისრაელთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა და რეგიონში არსებულმა ვითარებამ ადამიანების გადაადგილებაზე იმოქმედა", - განაცხადა კვიწინაშვილმა ეთერში.

მისივე თქმით, გუდაურისთვის მნიშვნელოვანი იყო ინდოეთის ბაზარიც, რომელიც ავიარეისების შეწყვეტის შემდეგ შემცირდა.

„"ინდიგოს" ფრენებმა ძალიან გაგვახარა, რადგან ინდოეთის ბაზარი იმ პერიოდს ავსებდა, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. ეს იყო მიმართულება, რომელიც სექტორისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდა, თუმცა ეს ნაკადი შეწყდა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორს სჭირდება არა ერთი ახალი ბაზარი, არამედ სხვადასხვა მიმართულებიდან სტაბილური ნაკადები.

„თუ ერთი ბაზრიდან მიღებულ დანაკარგს მეორე ბაზარი ჩაანაცვლებს, ჩვენ უბრალოდ დანაკარგს ვავსებთ. ზრდისთვის საჭიროა ყველა მიმართულებიდან მცირე ზრდა - ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა და სხვა ბაზრები“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პოზიტიური სიგნალია ჩინეთის მიმართულების გააქტიურება, მათ შორის შანხაის რეისის დამატება, თუმცა მხოლოდ ჩინეთის ბაზარი სექტორისთვის საკმარისი ვერ იქნება.

„შანხაი ძალიან კარგი მიმართულებაა, რადგან იქ მაღალ მხარჯველუნარიანი ჩინური სეგმენტია. თუმცა, თუ ინდოეთის დანაკარგს მხოლოდ ჩინეთი ჩაანაცვლებს, ეს ზრდას ვერ მოგვიტანს - მხოლოდ დანაკარგს შევავსებთ“, - აღნიშნა კვიწინაშვილმა.

მისივე განცხადებით, ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ბაზარზე ერთდროული მუშაობა. „ერთი მიმართულება ვერ იქნება გამოსავალი. საჭიროა რაც შეიძლება მეტი ქვეყნიდან მეტი სტუმარი, რადგან სხვადასხვა ბაზარს საკუთარი სეზონი და პერიოდი აქვს“, - განაცხადა გიორგი კვიწინაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

BM.GE

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

BM.GE

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

BM.GE