მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარიმართოს - შოთა ბურჯანაძე
ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარიმართოს - შოთა ბურჯანაძე

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარიმართოს - შოთა ბურჯანაძე

BM.GE6 ივლისი, 2026, 18:35|bm.ge

რესტორატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მთავრობის მიერ ასტმასის კონტეინერებით და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის გადავადებას მიესალმება. როგორც მან BMG-ის უთხრა, გადავადებით ბიზნესს მეტი დრო ექნება ცვლილებისთვის მოემზადოს.

დღეს, 6 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

"გადავადება სწორია. ვფიქრობ, ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ამ რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად აუცილებლობაა, მაგრამ ეს აუცილებლობა სწორად უნდა იყოს გამოყენებული. ექიმი, რომელიც ნიშნავს მაღალი დოზით წამალს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამალი სწორად იქნება გამოყენებული. ჩვენ ამ პროცესში უნდა შევიდეთ ნაწილობრივ ასე ვთქვათ, დროდადრო, ნაბიჯ-ნაბიჯ და ამას როგორც მომხმარებელი, ისე მწარმოებელი და ბიზნესოპერატორი უნდა შეეგუოს.

გვქონდა შეხვედრები [სამინისტროსთან], მწარმოებლების ძირითადი მოთხოვნა ცვლილებების გადავადება იყო და შესაბამისად, ძირითადად მოთხოვნები გათვალისწინებულ იქნა.

რაც შეეხება ვადებს, ბიზნესისთვის ვადების რაც შეიძლება დიდხანს გადავადება ყოველთვის უკეთესია, ამიტომ, ბუნებრივია, ზოგისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება, ზოგისთვის - არა. თუმცა ადრე თუ გვიან, ეს ვითარება მაინც უნდა შეიცვალოს. თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემო, ისე ადამიანის ჯანმრთელობა, მაშინ ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ აქვე უნდა დავძინო, რომ პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები არ უნდა ვიყოთ", - ამბობს შოთა ბურჯანაძე და დასძენს, რომ რეგულაცია წელსვე რომ ამოქმედებულიყო ეს კვების ობიექტებიდან გამოძახებულ პროდუქტს გააძვირებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესშიიმედი
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE