მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება“ - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება“ - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება“ - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 18:14|bm.ge

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა, გიორგი სულამანიძემ თანამდებობა 21 სექტემბერს დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეს არ ყოფილა მისი ნება და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად, ყოველგვარი გადაცდომისა თუ პროფესიული წარუმატებლობის გარეშე შეწყვიტა.

გიორგი სულამანიძე დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წლის განმავლობაში მუშაობდა 2007 წლიდან სტაჟიორად დაიწყო, ხოლო ბოლო 16 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ხელმძღვანელობდა.

თავის განცხადებაში ყოფილი დირექტორი იმ მნიშვნელოვან მიღწევებსა და შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთაც ამ წლების განმავლობაში გუნდთან ერთად მიაღწია: ნაკრძალისა და აღკვეთილის ცნობადობის ამაღლების შედეგად, ვიზიტორთა ნაკადი 2010 წლის 15 117-დან 2019 წელს 59 761-მდე გაიზარდა.

აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის პოპულაცია დაახლოებით 350-დან 800-მდე, ხოლო არჩვის რაოდენობა 40-დან 250-მდე გაიზარდა.

განხორციელდა ჯიხვის GPS-მონიტორინგი, დაინერგა ინოვაციური მეთოდები, მათ შორის ფოტოხაფანგები (რომელთა მონაცემებს ბოლო ეტაპზე ხელოვნური ინტელექტით ამუშავებდნენ) და SMART-სისტემა.

განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა მართვის გეგმები და გაძლიერდა თანამშრომლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ სასაზღვრო პოლიციასთან.

გიორგი სულამანიძე თავის წასვლას სისტემაში მიმდინარე ზოგად პროცესებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში სამი მენეჯმენტი შეიცვალა და ორი რეორგანიზაცია განხორციელდა, რასაც მრავალი კვალიფიციური კადრის წასვლა მოჰყვა.

„ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს. თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს. პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის“, - აცხადებს სულამანიძე.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და თანამშრომლებს მრავალწლიანი ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, იგი ბუნებისდაცვით მისიას არ ჩამოშორდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • პენიტენციური სამსახური: №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნარუსთავი 2
  • გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლესნეტგაზეთი
  • №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნაფორმულა
  • რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩებატვ პირველი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE