მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე გახდა თავისი სახელმწიფოს მფლობელი“ - ფაშინიანის სიტყვა არჩევნების შედეგებზე
„ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე გახდა თავისი სახელმწიფოს მფლობელი“ - ფაშინიანის სიტყვა არჩევნების შედეგებზე

„ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე გახდა თავისი სახელმწიფოს მფლობელი“ - ფაშინიანის სიტყვა არჩევნების შედეგებზე

BM.GE8 ივნისი, 2026, 06:43|bm.ge

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ გაიმარჯვა, რაც მას საშუალებას მისცემს, მთავრობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს. ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „არმენპრესი“ ავრცელებს.

საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი 54.7%-ით ლიდერობს, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" კი ხმათა 21.66%-ით მეორე ადგილს იკავებს.ამჟამად 02:45 საათის მონაცემებით ბიულეტენების 7.96% არის დათვლილი - წინასწარი შედეგები 355 საარჩევნო უბნის შედეგებს ასახავს.

„2026 წლის 7 ივნისს გაიმართა ეროვნული კრების მორიგი არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ და პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბებს მთავრობას“, - განაცხადა მან.

ფაშინიანის თქმით, 2021 წლის წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ამჯერად უფრო მეტი მოქალაქის მხარდაჭერა მიიღო.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ სომხეთის რესპუბლიკის უფრო მეტი მოქალაქის ხმა, უფრო მეტი მოქალაქის ნდობის მანდატი მიიღო. ეს ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგები მოწმობს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანს სახელმწიფოს, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის სასარგებლოდ.

„ეს ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გახდა თავისი სახელმწიფოს მფლობელი, გახდა დამოუკიდებლობის მფლობელი, გახდა მომავლის მფლობელი, გახდა მშვიდობის მფლობელი. სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, ყველანი მიყვარხართ, ყველათი ვამაყობ და ყველას წინაშე ქედს ვიხრი. დიდება დაცემულ გმირებს და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას!“ - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE