მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE31 ივლისი, 2026, 16:25|bm.ge

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომლის თქმითაც, გასულ თვეში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კონკრეტული სექტორების მიხედვით კი ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დამმუშავებელმა მრეწველობამ, სადაც წელს პირველად ნავთობის გადამუშავების სექტორი დაწინაურდა. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე გავლენა ლოგისტიკის სექტორის გააქტიურებამ მოახდინა, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, გააქტიურდა მშენებლობის სექტორიც. ხოლო კლება ენერგეტიკის და სამთო მოპოვების სექტორებში დაფიქსირდა.

"დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა, ძირითადად, ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა ნაფთა, გაზოილი და მაზუთი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩინეთის და აფრიკის ქვეყნების, ასევე თურქეთის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, და ასევე საგარეო ვაჭრობაში შექმნილი, განვითარებული, ასე ვთქვათ, პოზიტიური ტენდენციების შესაბამისად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.

მშენებლობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან და, სხვათა შორის, გაზრდილია საპროექტო სამუშაოების მოცულობაც.

რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ზრდა ძირითადად ტელესაკომუნიკაციო საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, თუმცა, როგორც წინა თვეებში, აღნიშნულ სექტორში ზრდას ასევე განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT სფეროში მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოება ზოგადად.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც გითხარით, ორ სექტორში გამოვლინდა მცირედი შემცირება, უკაცრავად. რაც შეეხება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, აქ შემცირება ძირითადად ლითონის მადნების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაში, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE