მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეს თანამშრომლობა კერძო სექტორის საჭიროებაზეა პასუხი - მელიქიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე
ეს თანამშრომლობა კერძო სექტორის საჭიროებაზეა პასუხი - მელიქიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე

ეს თანამშრომლობა კერძო სექტორის საჭიროებაზეა პასუხი - მელიქიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე

BM.GE20 მაისი, 2026, 13:00|bm.ge

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს "სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, რომელიც ქვესადგურის ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

საქმე ისაა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო კომპანიას უნდა განეხორციელებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს. ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, მსგავსი საჯარო-კერძო თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ქვესადგურის მშენებლობის პროცესის დაჩქარების ნაწილში და ის კერძო სექტორის საჭიროებებს პასუხობს.

"ამ ტიპის კერძო საჯარო თანამშრომლობა რამდენიმე რამეს შეუწყობს ხელს. პირველი, ეს არის დროის დაზოგვა. მეორე, ეს არის ზუსტად პასუხის გაცემა იმ საჭიროებაზე, რაც კერძო სექტორს აქვს და მესამე, თანხის დაზოგვა ამ პროცესში. რეალურად, ეს თანამშრომლობა იქნება უნიკალური და უპრეცედენტო, მსგავსი პრინციპში ისტორიულად ხშირი არ არის ხოლმე და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ვალდებულების და პასუხისმგებლობის გადანაწილება მოხდეს საჯარო და კერძო სექტორს შორის ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამა თუ იმ ჰიდრო, მზის თუ ქარის ელექტროსადგურის შესაბამისი მუშაობა, რათა ქვესადგურებმა უზრუნველყონ შემდეგ უკვე ელექტროენერგიის აკუმულირება და გადაცემა.

ქვესადგურები დღეის მდგომარეობით კვლავ არის გამოწვევა, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები რაც შეიძლება მეტი რაოდენობით, ამას ავტომატურად, ინერციით მიყვება საჭიროება ქვესადგურების მეტი გაძლიერების და ახალი ქვესადგურების დამატების, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE