მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი
ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

BM.GE4 აგვისტო, 2026, 18:29|bm.ge

ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება - ამის შესახებ სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ მიქაიამ სემეკის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე 25 ივლისს მომხდარ სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის პირველადი შედეგები განიხილეს, რადგანაც, 24 ივლისს მომხდარი ავარიის შესახებ, სემეკში 30 ივლისს უკვე იმჯელეს.

„გასაგებია, რომ ეს არის წინასწარი შედეგები, უბრალოდ, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს წინასწარი შედეგებიც გარეთ გადის. აქ არის ტელევიზია და ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი, როგორც არაკომპეტენტური და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება.

უნდა გვითხრათ, კონკრეტულად, რა რეაგირება უნდა მოახდინა ელექტროსისტემას“, - იკითხა ზურაბ მიქაიამ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, სსე-მ მანამდე, 4 ივლისს, სხვა მოკლე ჩართვის დროს, გარკვეული დეფექტები აღმოაჩინა, ჩაატარა მონიტორინგი და 10 ივლისს ენგურჰესს წერილიც მისწერა. თუმცა, სსე არ ეთანხმება საკითხს, რომ ენგურჰესის აგრეგატების ტესტირება მას უნდა ჩაეტარებინა.

„რას გულისხმობდით იმაში, რომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა მიეღო ელექტროსისტემას, ხომ არ დაგვიზუსტებდით, რატომ გამოიტანეთ ეს დასკვნა?

კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენ? ჩვენ 10 ივლისს მივწერეთ წერილი და ეს წერილი არსებობს - ენგურჰესში სსე-ს მიერ გაგზავნილი - რომ ჩვენი დეტექტორების მიერ დაფიქსირდა სამი აგრეგატის „შეშფოთება“. ჩამოთვლილიც იყო ეს აგრეგატები. ანუ დაფიქსირდა ძაბვის ავტომატური რეგულირების უწესრიგობა და ამაზე ენგურჰესს უნდა მოეხდინა რეაგირება რამე პრობლემა ხომ არ იყო. წერილი მხოლოდ ამ მიზნით იყო გაგზავნილი“ - განმარტავს ზურაბ მიქაია.

თუმცა სემეკის წარმომადგენლის განცხადებით, ქსელის წესების მიხედვით, წელიწადში ერთხელ სსე-ს აქვს უფლება ელექტროსადგურების აგრეგატები შეამოწმოს, რასაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში არ ეთანხმებიან.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ სსე-მ სისტემაში არსებულ ყველა ელექტროგენერატორზე ძაბვის ავტომატური რეგულირების ტესტირება უნდა შეამოწმოს, ეს ქსელის წესების არცერთ პუნქტში არ წერია. არასწორი ფორმულირებაა“, - განაცხადა ელექტროსისტემის სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია კი აცხადებს, რომ წინასწარი მოკვლევით 25 ივლისს თითქმის მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა "იმერეთის" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. რადგან ობიექტი სახელმწიფო კომპანია "საქრუსენერგოს" საკუთრებაა, შემდეგ სხდომაზე კომისია მათაც მოუსმენს. თუმცა, ამავდროულად, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ავარიები წარსულშიც მომხდარა, თუმცა, ამჯერად, არ იმუშავა სისტემის დაცვის მექანიზმებმა, უფრო კონკრეტულად კი, ენგურჰესის შესაბამისმა აგრეგატებმა.

„ადრე მუშაობდა აღნიშნული დაცვის სისტემები. ამ შემთხვევაში არ იმუშავა. რა გახდა ამის მიზეზი, სწორედ ამ კითხვებზე გვინდა პასუხის მიღება. ამაში დაგვეხმარება ექსპერტების შეფასებები, რომლებიც ამ მიზნით არიან ჩამოსულები“ - განმარტავს ნარმანია.

ამასთან, სემეკის მოკვლევის ჯგუფი აცხადებს, რომ აღნიშნული აგრეგატების გამართულობის უზრუნველყოფასა და ტესტირებაზე სწორედ ელექტროსისტემას უნდა ემუშავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

BM.GE

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

BM.GE

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

BM.GE

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

BM.GE