მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

BM.GE4 აგვისტო, 2026, 18:17|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული 2 ტონამდე მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი ამოიღო და სრულად გაანადგურა.

სეს-ის ცნობით, საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტში სოფელ წილკანიდან შევიდა შეტყობინება 15 სული პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ.

ფერმერის განმარტებით, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ გამოვლინდა. პირველადი შესწავლით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების წესების დარღვევასა და პრეპარატის არასწორ გამოყენებას.

ადგილზე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარებმა მაშინვე გაანადგურეს, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად ამისა, ჩატარებული მოკვლევით იმერეთის რეგიონში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი გადაჰქონდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100% ლაშა ბოლქვაძეს ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც.

შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ წილკანში მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.

მომხდართან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები საშიში ხორცი განადგურდა, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

BM.GE

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

BM.GE

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

BM.GE

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

BM.GE