მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ის, რასაც ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებდით მიკრობანკმა ემბისიმ ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები - „საღი აზრი“ წარადგინა
ის, რასაც ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებდით მიკრობანკმა ემბისიმ ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები - „საღი აზრი“ წარადგინა

ის, რასაც ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებდით მიკრობანკმა ემბისიმ ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები - „საღი აზრი“ წარადგინა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 14:05|bm.ge

მიკრობანკმა ემბისიმ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძო მეწარმეებსა და თვითდასაქმებულ პირებს განახლებული ფინანსური პროდუქტების ნაკრები - „საღი აზრი“ წარუდგინა. შეთავაზება აერთიანებს გაუმჯობესებულ საკრედიტო პირობებს, გაზრდილ ლიმიტებსა და გამარტივებულ პროცედურებს. ამასთან, მომხმარებლებს, რომლებიც ემბისის მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ, შესაძლებლობა ექნებათ, სესხებზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით ისარგებლონ.

როგორც მიკრობანკში აცხადებენ, ახალი პროდუქტების შექმნისას ემბისიმ გაითვალისწინა ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელთა მიხედვითაც მეწარმეები ფინანსურ პარტნიორს არჩევენ. მაგალითად, საჭირო თანხის მიღების შესაძლებლობა, მოქნილი მიდგომა, ხელსაყრელი პირობები და მარტივი პროცედურები, რომლებიც ზედმეტ დროს არ მოითხოვს.

ემბისის განახლებული ბიზნეს პროდუქტების ნაკრები სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხია და ძირითად ფინანსურ პროდუქტებს აერთიანებს - ბიზნესსესხს, აგროსესხს, სესხს თვითდასაქმებულებისთვის და საკრედიტო ბარათს. პაკეტი მოიცავს როგორც არაუზრუნველყოფილ, ისე უძრავი ქონებითა და ავტომობილით უზრუნველყოფილ დაფინანსებას. ამასთან ერთად, ემბისი ზრდის დაკრედიტების მაქსიმალურ ზღვარს და სესხების გაცემას ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში იწყებს.

შეთავაზება გათვალისწინებულია როგორც მოქმედი ბიზნესების განვითარებისთვის, ისე მათთვის, ვინც საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავს - იქნება ეს საბრუნავი კაპიტალის შევსება, საწარმოს გაფართოება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება თუ სხვა ბიზნესსაჭიროება, მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტს და შეარჩიოს მის საქმიანობასა და შესაძლებლობებზე მორგებული დაფინანსება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თვითდასაქმებულ პირებს - მათ შორის შეიძლება იყვნენ ფერმერები, საოჯახო მეურნეობების მფლობელები, რეპეტიტორები, ხელოსნები თუ სხვა ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.

ახალი შეთავაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა დისტანციური მომსახურებაა. ემბისიში მიაჩნიათ, რომ მეწარმისთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი შეავსონ და შესაბამისი პროცედურები დისტანციურად გაიარონ, მომსახურების ცენტრში ვიზიტისთვის დროის დახარჯვის გარეშე. ამასთან, დისტანციური მომსახურების არჩევა ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელია - ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს სესხის მიღება რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეუძლია. ამგვარად, მეწარმე არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ დაფინანსების ხარჯსაც ამცირებს.

გიორგი ღვალაძე, მიკრობანკი ემბისის კომერციული დირექტორი: „როდესაც მეწარმე დაფინანსებას ეძებს, მას კონკრეტული მოლოდინი აქვს - მიიღოს საჭირო თანხა ხელსაყრელი პირობებით, ზედმეტი ბიუროკრატიისა და დროის დაკარგვის გარეშე. სწორედ ამ მოლოდინების გათვალისწინებით შევქმენით ბიზნეს ნაკრები „საღი აზრი“. გვინდოდა, ერთ შეთავაზებაში გაგვეერთიანებინა ის ფინანსური პროდუქტები და პირობები, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მეწარმეები ბაზარზე ეძებენ. ამასთან, გავზარდეთ დაკრედიტების მაქსიმალური ზღვარი და ემბისიში ახლა უკვე ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის დრო. კარგად გვესმის, რომ მეწარმეს საკუთარი საქმიანობის მართვისა და განვითარებისთვის ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს და საბანკო მომსახურება მისთვის დამატებითი სირთულე არ უნდა იყოს. ამიტომ ვცდილობთ, პროცედურები მაქსიმალურად გავამარტივოთ და მომსახურების მიღება დისტანციურადაც შესაძლებელი გავხადოთ. ამასთან, გადავწყვიტეთ, დისტანციური მომსახურება მომხმარებლისთვის ფინანსურადაც უფრო მიმზიდველი ყოფილიყო. თუ მეწარმე განაცხადს და შესაბამის პროცედურებს დისტანციურად გაივლის, სესხს რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით მიიღებს.

გვინდა, რომ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად დაფინანსებას ეძებენ, შეადარონ არსებული შეთავაზებები და ემბისიში აღმოაჩინონ მათთვის შესაფერისი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ფინანსური პარტნიორი, რომელსაც ესმის მომხმარებლის საჭიროებები, უფრთხილდება მის დროს და ეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში.“

გიორგი ღვალაძის თქმით, ემბისი მომავალშიც გააგრძელებს ბაზრისთვის საინტერესო სიახლეების, ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას. მიკრობანკი მუდმივად აკვირდება მომხმარებლების საჭიროებებს და მუშაობს ისეთი გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივს, ხელმისაწვდომსა და ხელსაყრელს გახდის - „სწორედ ეს არის ჩვენთვის საღი აზრი საბანკო მომსახურებაში - მარტივად, გამჭვირვალედ და ადამიანურად“ - აღნიშნავს იგი.

შეგახსენებთ, რომ ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 18 მომსახურების ცენტრის მეშვეობით 230,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია მომსახურება. ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და საქმიანობს მიკრობანკებისთვის დადგენილი მარეგულირებელი და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion და Enabling Qapital-თან. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.

ემბისის ბიზნეს პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.ემბისი - გადაიაზრე ბანკინგი!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შემოქმედებითი სააგენტო Playmakers ICOM NETWORK-ის წევრი ხდება

შემოქმედებითი სააგენტო Playmakers ICOM NETWORK-ის წევრი ხდება

BM.GE

რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? - ბოლო ხუთი წლის ანალიზი

რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? - ბოლო ხუთი წლის ანალიზი

BM.GE

მეტროსადგურმა "თავისუფლების მოედანი" მუშაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა

მეტროსადგურმა "თავისუფლების მოედანი" მუშაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა

BM.GE

"ავერსი" - კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

"ავერსი" - კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

BM.GE