მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს
ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 18:54|bm.ge

ესტონეთი 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი გასულ შაბათ-კვირას თავდაცვითი დრონების მწარმოებელ კომპანია Threod Systems-ზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ოფიციალური პირების თქმით, დივერსია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა შეუკვეთა.

შეზღუდვა რუსეთთან არსებულ სამივე გამშვებ პუნქტს - ჩრდილოეთით მდებარე ნარვასა და სამხრეთით მდებარე კოიდულასა და ლუჰამაას შეეხება, თუმცა დახურვის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, შაბათს დილით სამართალდამცველებმა Threod Systems-ის ობიექტზე თავდასხმის მცდელობისას რვა პირი დააკავეს. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, Kapo-მ კვირას განაცხადა, რომ თავდამსხმელების მიზანი აფეთქების მოწყობა და შენობის დაწვა იყო. ინფორმაციისთვის, კომპანია შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განმარტებით, საზღვრის ჩაკეტვა მორიგი თავდასხმების რისკს შეამცირებს და მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაზე იერიშები მიუღებელია.

მან დივერსია ტალინის მიერ უკრაინის მხარდაჭერას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ რუსეთი ესტონეთის დაშინებასა და კიევისადმი დახმარების შესუსტებას ცდილობს. პრემიერის თქმით, ამის საპასუხოდ ქვეყანა უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს და რუსეთზე წნეხს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავსრუსთავი 2
  • კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენფორმულა
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში „ახტუბინსკის“ სამხედრო აეროდრომსა და „ციმბულოვას“ დრონოპორტს დაარტყესტვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

BM.GE

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

BM.GE

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

BM.GE

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

BM.GE