მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეტაპობრივად ისახება" - როგორ მოქმედებს საწვავის გაძვირება სურსათის ფასზე საქართველოში?
"ეტაპობრივად ისახება" - როგორ მოქმედებს საწვავის გაძვირება სურსათის ფასზე საქართველოში?

"ეტაპობრივად ისახება" - როგორ მოქმედებს საწვავის გაძვირება სურსათის ფასზე საქართველოში?

BM.GE2 მაისი, 2026, 09:30|bm.ge

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ირანში ომის და შედეგად საწვავის გაძვირების ეფექტს აფასებს და ამბობს, რომ რიგ პროდუქციაზე არსებული ვითარება უკვე აისახა.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, ეტაპობრივად ფასებზე გავლენა კიდევ უფრო საგრძნობი გახდება მომხმარებლისთვის.

მისი განმარტებით, არსებულმა ვითარებამ როგორც საერთაშორისო გადაზიდვები, ისე შიდა ლოგისტიკა გააძვირა. ამასთან, საწვავის გაძვირება ასევე აისახა საერთაშორისო მომწოდებლების საოპერაციო ხარჯებზე, რაც საქართველოზე, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაზე დამატებით აისახება.

"გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასახული არის დღესდღეობით პროდუქციაზე, მაგრამ ეტაპობრივად კიდევ უფრო მოხდება ასევე ასახვა უახლოეს პერიოდშიც. უბრალოდ კომპანიები ყოველთვის ცდილობენ, რომ ფასთან ცვლილება არ იყოს ხშირი. ეს აფრთხობს მომხმარებელს და მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც მსყიდველთუნარიანობა მოსახლეობის დაბალი არის, ეს პირდაპირ მოქმედებს გაყიდვებზე. მაქსიმალურად ცდილობენ, მათ შორის, რომ რაღაცა ნიშნული დაიჭირონ, რომლის მიხედვითაც ვთქვათ, დააზღვევენ ამ რისკებს და რა თქმა უნდა, არ იზარალებენ. უბრალოდ, იმდენად ცვალებადია ნავთობის ფასი და იქიდან გამომდინარე ის ფასთა ცვლილება, რომელსაც ახორციელებს თუნდაც საერთაშორისო მომწოდებელი თუ საერთაშორისო გადაზიდვიდან და შიდა ლოგისტიკური გაზრდილი ხარჯიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში კომპანიებმა არ იციან თუნდაც რა ნიშნულით მოახდინონ გაზრდა და ეს თან დაკავშირებულია ტექნიკურ საკითხებთან, იმიტომ რომ ქსელებთან ურთიერთობაში ამის ასახვა მაინც ისედაც ეტაპობრივად ხდება, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის მათ შორის დაკავშირებული.

[ასახვის ვადები] რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არის, მით უმეტეს სწრაფ ბრუნვად პროდუქციაზე შედარებით უფრო მალე ხდება ყოველთვის ასახვა, ნებისმიერი ფასის კორექტირების მიმართულებით, აქ უბრალოდ ერთ-ერთი მოცემულობა რაც გვაქვს, როდესაც საერთაშორისო მომწოდებლები ახორციელებენ ცვლილებას, ისინი წინსწრებით ახდენენ გაფრთხილებას, გარკვეული ტიპის შეტყობინებები ამასთან დაკავშირებით მიიღეს კომპანიებმა, რომ ფასის კორექტირება მოხდებოდა. არც საზღვარგარეთის საერთაშორისო ბრენდის პოზიცია არ არის, რომ სწრაფად ცვალოს ფასი და ძალიან იშვიათად, რომ წლის ჭრილში დადგენილი ფასი გადახედოს და შეცვალოს, თუ გლობალური პრობლემა არ დგას. და დღეს ის მოცემულობა გვაქვს, რომ გლობალურად ნავთობის ფასი ისე მნიშვნელოვნად მერყეობს, მათთვისაც ეს გახდა აუცილებელი, რომ ცვლილებები შეეტანა. რაღაც პროდუქციაზე, როგორც აღვნიშნე, ასახულია, რაღაცა ეტაპობრივად ისახება და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის, იმ ფონზე, თუ ეს ვითარება გაგრძელდა, რაც გვაქვს", - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

BM.GE

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

BM.GE

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

BM.GE

სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი - ირაკლი ლექვინაძე

სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი - ირაკლი ლექვინაძე

BM.GE