მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეშეთი–კობის გზის პროექტის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა - რევაზ სოხაძე
ქვეშეთი–კობის გზის პროექტის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა - რევაზ სოხაძე

ქვეშეთი–კობის გზის პროექტის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა - რევაზ სოხაძე

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 01:35|bm.ge

„ნებისმიერი ახალი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის შეფასებით, ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი გზა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული პროექტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა მობილობის გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დასრულდა უნიკალური თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი. 166 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიდის თაღი აშენდა. მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ძირითადი კონსტრუქციის მოწყობა გაგრძელდება.

„ქვეშეთი–კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, პირველ რიგში, შიდა მობილობის თვალსაზრისით. 23-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების შემდეგ თბილისიდან სტეფანწმინდამდე გადაადგილება დაახლოებით საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს ზამთარში ზვავსაშიშროების გამო გადაადგილების შეზღუდვის პრობლემას“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 400 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მაგისტრალების მშენებლობასთან ერთად, პრიორიტეტულია რეგიონული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამ მიმართულებით, მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთში, რაც საქართველოს სამხრეთ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • „ეს ქალაქი ცხოვრებისთვის უვარგისი იქნება“ - გამოხმაურებები „ქართუს“ კომპანიის პროექტზეტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

BM.GE

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

BM.GE

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

BM.GE

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

BM.GE