მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ე.წ. თხილის სიმსივნით განსაკუთრებით იტალიური და ანაკლიური ჯიშები ავადდება|კვლევითი ცენტრი
ე.წ. თხილის სიმსივნით განსაკუთრებით იტალიური და ანაკლიური ჯიშები ავადდება|კვლევითი ცენტრი

ე.წ. თხილის სიმსივნით განსაკუთრებით იტალიური და ანაკლიური ჯიშები ავადდება|კვლევითი ცენტრი

BM.GE9 ივლისი, 2026, 21:20|bm.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შეფასებით, ე.წ. თხილის სიმსივნით, რომელიც ბაღების უეცარ ხმობას იწვევს, განსაკუთრებით იტალიური და ანაკლიური ჯიშები ავადდება.

"პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის (იტალიური) და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით ტონდა ჯიფონი", - ნათქვამია კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომელიც ფერმერებისთვის გარკვეულ რეკომენდაციებს შეიცავს.

ფაროსანასგან განსხვავებით, ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola) შედარებით ახალი დაავადებებია, რომელიც თხილის ხეების უეცარ ხმობას იწვევს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დაავადება საქართველოს თხილის ბაღებში აქტიურად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო მოდელი, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა, თხილის სექტორისთვის ცალკე სუბსიდირების პროგრამას არ ითვალისწინებს. "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა" , რომლის ფარგლებშიც 2023-2025 წლებში სუბსიდია გაიცემოდა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, 2026 წლიდან გაუქმდა.

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ძირითადი რეკომენდაციები ფერმერებისთვის მოკლედ ასე გამოიყურება:

• მაღალი აგროტექნიკური ფონი და მოვლა: ფერმერებმა უნდა უზრუნველყონ ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებული განოყიერება, მაღალი მჟავიანობის (pH) კორექტირება კირის ან დოლომიტის საშუალებით და გამართული სადრენაჟო სისტემების მოწყობა. • ინსტრუმენტების დეზინფექცია და გასხვლა: საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლა დაავადებული ბუჩქებიდან უნდა დაიწყოს, ხოლო საბაღე იარაღები (სეკატორი) ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას აუცილებლად უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან ცეცხლის ალზე. • ქიმიური და ბიოლოგიური დამუშავება: დაავადების პრევენციისა და გავრცელების შესამცირებლად საჭიროა, მცენარეების ორჯერადი შესხურება სპილენძის შემცველი ფუნგიციდებით შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, ასევე ფართო სპექტრის ბაქტერიციდული პრეპარატების გამოყენება. • დაზიანებული მცენარეების მოცილება: დაავადების პირველივე ნიშნებისას (ფოთლების შეყვითლება-ჭკნობა) ტოტები უნდა გადაიჭრას 90–110 სმ სიმაღლეზე, ხოლო სრულად გამხმარი ან ძლიერ დაზიანებული ბუჩქები მთლიანად ამოიძირკვოს, გაიტანოს ბაღიდან და განადგურდეს. • მავნებლების კონტროლი და აკრძალვები: ბაქტერიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამბროზიის ხოჭოსა და შავი ხარაბუზას სისტემატური კონტროლი, ამასთანავე უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და სავეგეტაციო პერიოდში სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატის) გამოყენება.

რა უნდა იცოდეს ფერმერმა ანუ როგორ უნდა შეამციროს თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი და რა უნდა გააკეთონ ფერმერებმა თუ თხილის უეცარი ხმობის პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა? - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეკომენდაციებს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

BM.GE

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE