მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მილიონს გამოყოფს
EU აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მილიონს გამოყოფს

EU აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მილიონს გამოყოფს

BM.GE2 ივლისი, 2026, 11:50|bm.ge

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გასაძლიერებლად 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოყოფს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად შეხვდა, აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდაჭერაა, რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადგილობრივი თემებისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევის გზით.

სომხეთი და აზერბაიჯანი თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდნენ საომარ მდგომარეობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო. მხარეებმა აშშ-ის მედიაციით სამშვიდობო შეთანხმებას გასულ აგვისტოში მიაღწიეს, თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

"ჩვენი პაკეტი - "მშვიდობა კავშირების მეშვეობით" (Peace through Connectivity Package) დაეხმარება სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შექმნას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ქაღალდზე დაწერილი მშვიდობა რეალურ მშვიდობად ვაქციოთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის განცხადებით, დამატებით 20 მილიონი ევრო გამოიყოფა სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი თემების მხარდაჭერის პროგრამისთვის, რაც მოიცავს ინვესტიციებს ჯანდაცვაში, განაღმვით სამუშაოებში, პროფესიული უნარების განვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

BM.GE

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

BM.GE

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

BM.GE