მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-მ და ბრიტანეთმა რუსი კიბერკრიმინალების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს
EU-მ და ბრიტანეთმა რუსი კიბერკრიმინალების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს

EU-მ და ბრიტანეთმა რუსი კიბერკრიმინალების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს

BM.GE13 ივლისი, 2026, 20:35|bm.ge

ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ კიბერშეტევებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს. როგორც ირკვევა, შეზღუდვები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრის საქმიანობას უკავშირდება. აღნიშნული უწყება კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ სხვადასხვა დანაშაულებრივ ჯგუფს. რუსული მხარის წინააღმდეგ ბრიუსელისა და ლონდონის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სამთავრობო ქსელებში შეღწევასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად დივერსიის მოწყობას მოიცავს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ივეტ კუპერის განცხადებით, რუსული მხარე ევროპული უსაფრთხოების დასაზიანებლად ზამთარში პოლონეთის ენერგოსისტემაზეც ახორციელებდა თავდასხმას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შეზღუდვები ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. ევროპული გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განმარტებით, ახალი დოკუმენტი დაახლოებით 250 სუბიექტს მიემართება და ის ამ დრომდე გამოქვეყნებულ ყველაზე მასშტაბურ სიად მიიჩნევა. შეზღუდვები ცხრა ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას შეეხო. დასახელებულ სუბიექტებს შორის დაზვერვის ოფიცრები, კიბერკრიმინალები, ჰაკერები და კერძო კომპანიები შედიან.

მიღებულ ზომებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოც მიესალმა და რუსეთს დესტაბილიზაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE

"ეს იქნება დროებითი. სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ სხვაგან გამოვიყენებთ" - მინისტრი "ასაწყობ სკოლებზე"

"ეს იქნება დროებითი. სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ სხვაგან გამოვიყენებთ" - მინისტრი "ასაწყობ სკოლებზე"

BM.GE

ლილუაშვილის დაცვის წევრების ჩვენებები არსებითი მნიშვნელობის არ არის - პროკურორი

ლილუაშვილის დაცვის წევრების ჩვენებები არსებითი მნიშვნელობის არ არის - პროკურორი

BM.GE

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

BM.GE