მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი
EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

BM.GE3 ივლისი, 2026, 22:45|bm.ge

დღეს უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს - 3 ივლისს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების მორიგი, ამჯერად მეექვსე კლასტერის გახსნას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

2020 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, მოლაპარაკებების თავები 6 თემატურ კლასტერად იყოფა:

• ფუნდამენტური საკითხები • შიდა ბაზარი • კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა • მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები • რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა • საგარეო ურთიერთობები

მეექვსე კლასტერის ("საგარეო ურთიერთობები") გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესში. ეს ასახავს უნგრეთის პოზიციის ეტაპობრივ ცვლილებას მას შემდეგ, რაც არჩევნებში პეტერ მადიარმა გაიმარჯვა.

მანამდე მისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი კიევის გაწევრიანების პროცესს წლების განმავლობაში აფერხებდა, დასავლეთ უკრაინაში უნგრელი უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული დავის გამო.

მადიარის ახალმა მთავრობამ უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშავა ამ საკითხის მოგვარებაზე, რასაც ივნისის დასაწყისში პირველი კლასტერის გახსნა მოჰყვა.

მეექვსე კლასტერი საგარეო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

პარასკევს შეთანხმებული ნაბიჯი ე.წ. სკრინინგის წერილია, რომელიც ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის კუთხით კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის ანალიტიკურ შეფასებას ოფიციალურად ასრულებს.

ოფიციალური მოწვევის წერილი ოთხშაბათს, ელჩების მორიგ შეხვედრაზე განხილვის გარეშე უნდა დამტკიცდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ყოველგვარი დავის გარეშე ჩაივლის.

მეექვსე კლასტერის გახსნის დასასრულებლად ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, სავარაუდოდ, 13 ივლისს დამტკიცდება, რასაც მომდევნო დღეს სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე მისი ოფიციალური გახსნა მოჰყვება.

ცნობისთვის, უკრაინამ და მოლდოვამ პირველ, "ფუნდამენტური საკითხების" კლასტერზე მოლაპარაკებები 15 ივნისს გახსნეს. ეს კლასტერი იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს მოიცავს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. მასში შედის ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს ეხება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიიმედი
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

BM.GE

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

BM.GE

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

BM.GE